x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135634
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
საქართველოს ნაკრების მეორე გამარჯვება მაკედონიაში
image

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მაკედონიაში ქალაქ ოჰრიდში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მონაწილებოს. ქართველთა და მასპინძელთა გარდა ტურნირზე რუმინეთისა და ავსტრიელთა ნაკრებები მონაწილეობენ.


დღეს იგორ კოკოშკოვის გუნდი ავსტრიელებს დაუპირისპირდა. შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა ოვერ-ტაიმის შედეგად გამოვლინდა. ქართველბმა 78-74 იმარჯვეს. განსხვავებით გუშინდელი შეხვედრისგან, რომლეშიც საქართველომ რუმინეთი 83-71 დაამარცხა, კოკოშკოვმა გუნდის ლიდერები ბოლომდე დატვირთა. ფაჩულიამ, სანიკიძემ, მეტრეველმა, და ცინცაძემ 35 წუთზე მეტი ითამაშეს. მათ გარდა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბესიკ ლეჟავამ, დუდა სანაძემ, გიორგი შარაბიძემ, აკაკი დვალიშვილმა და ბექა წივწივაძემ.

ჯერჯერებით ნაკრებრთან ერთად არ არიან გუნდის სხვა ლიდერები: მარკოიშვილი, შენგელია, შერმადინი და რიკი ჰიკმენი. ისინი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან. ამ ტურნირზე მონაწილეობის მიზანი გუნდის შეთამაშება და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 14-კაციან განაცხადში შესაყვანი კალათბურთელების შერჩევაა. თუ შეკრებაზე მყოფ კალათბურთელებს გადავხედავთ და კოკოშკოვის მიერ მათთვის მინიჭებულ დროს დავაკვირდებით 9 მოთამაშეს ადგილი გარანტირებული აქვს: ცინცაძე, მარკოიშვილი, შენგელია, სანიკიძე, ფაჩულია, ჰიკმენი, ფაცაცია, მეტრეველი, შერმადინი. აი დანარჩენ ხუთ მოთამაშეს კი სერბი მწვრთნელი მოგვიანებით აარჩევს.


ხვალ მაკედონიაში მიმდინარე ამხანაგური ტურნირის ბოლო ტური შედეგება. ქართველები მასპინძლებს დაუპირისპირდებიან და ეს შეხვედრა გაარკვევს ტურნირის გამარჯვებულის ბედს.


რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს. ქართველი კალათბურთელები პირველ ოფიციალურ შეხვედრას 10 აგვისტოს თბილისში ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავენ.



0
6
შეფასება არ არის
ავტორი:sportmania.ge
sportmania.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0