x
image
worldsport.ge
ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა

imageფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “ატლანტა ჰოუქსთან” 85:90 წააგო. ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 28 წუთი და 53 წამი დაჰყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გუნდს 11 ქულა, 15 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე, - 11 საკუთარზე) 3 პასი და 1 ბლოკი შესძინა.
ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა.
ჯეისონ კიდის შეგირდებს 15 მოგება და 16 წაგება დაუგროვდათ. ამ დროისთვის “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.



ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

1
152
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
152
  
2014, 29 დეკემბერი, 5:00
საღოლ ზაზა
0 1 1