x
image
worldsport.ge
შენგელიას “გოლდენ სტეიტთან” 2 წუთი დაუთმეს

imageთორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულსმა” უკანასკნელი 8 მატჩიდან მე-7 მოიგო. ამჯერად, “ხარები” წყნარი ოკეანის დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ “გოლდენ სტეიტ უორიორსს” დაუხვდნენ და 21 701 მაყურებლის თვალწინ მოულოდნელად იოლად – 103:83 სძლიეს.
გადამწყვეტი მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 35:21 მოიგეს და დარჩენილ დროში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
შეხვედრის ბოლოსკენ თამაშის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ და “ბულსის” მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე “ღრმა” სათადარიგო კალათბურთელების გაყვანაც მოისაზრა.
შენგელიას მხოლოდ 02:07 წუთი ერგო, რა დროშიც მანც 1 ორქულიანი ააცილა (დაუფარეს), აქტივში კი დაცვაში განხორციელებული 1 მოხსნა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ჩიკაგოელებმა ჯამში 56 მოხსნა განახორციელეს, რომელთაგან 17 ჟოაკიმ ნოას ანგარიშზე გახლდათ. 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა კარლოს ბუზერმა ყველაზე შედეგიანი კი სამარქაფო ტაჯ გიბსონი იყო, რომელმაც 21 ქულა მიითვალა.
“ხარებმა” 26 მარცხის წილ უკვე 31-ე გამარჯვება იზეიმეს და ძველებურად – ცენტრალურ დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.
შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 1 მარტის დილას დალასში “მავერიქსთან” ჩაატარებს, 28 თებერვალს კი ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ “ინდიანა პერისერზს” ესტუმრება.

ჩიკაგო – გოლდენ სტეიტი 103:83 (21:24, 35:21, 24:14, 23:24)
ჩიკაგო: ბატლერი (16 ქ.), დანლივი (15 ქ.), ბუზერი (15 ქ. 13 მ.), ჰაინრიხი (9 ქ.), ნოა (8 ქ. 17 მ. 7 პ.); გიბსონი (21 ქ.), მოჰამედი (8 ქ.), სნელი (6 ქ.), ოგასტინი (5 ქ.), შენგელია, მერფი.
გოლდენ სტეიტი: ო’ნილი (9 ქ.), ტომპსონი (8 ქ.), ბოგუტი (8 ქ.), კარი (5 ქ.), იგუდალა (5 ქ. 7 მ.); კროუფორდი (16 ქ.), ბარნსი (11 ქ.), ლი (11 ქ.), სპეიტსი (6 ქ.), ბლეიკი (4 ქ.), გრინი, არმსტრონგი.



www.worldsport.ge

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0