კონფლიქტები ჩეჩნეთის კონფლიქტი 2014, 17 ივლისი, 15:11 ისტიროულად, ჩეჩნები ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ
რუსეთის მმართველობის მიღებას. ისინი რუსეთის წინააღმდეგ სხვა
ხალხებზე ხშირად და ხანგრძლივად ჯანყდებოდნენ და, ამის შემდეგ,
მათ უფრო მეტი რეპრესიები იგემეს რუსეთისაგან, ვიდრე მათმა
მეზობლებმა.1989-1990 წლების "სუვერენიტეტის პარადის" დროს ჩეჩნების რეაქცია ვოლგისპირეთის თათრებისა და მეზობელი რესპუბლიკებისაგან სრულიად განსხვავებული იყო. ჩეჩნების ეროვნული მოძრაობა უფრო რადიკალური, უფრო ემოციური დატვირთვის მატარებელი გახდა, ვიდრე საბჭოთა კავშირში არსებული სხვა სახალხო ფრონტები. გარდა ამისა, ჩეჩნების მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ერებთან შედარებით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, უკეთესი იყო. მათი რიცხვი ერთ მილიონს უდრიდა. ამ ფაქტმა, ჩეჩნების გაბედულებასთან ერთად, აგრეთვე იმ გარემოებამ, რომ ჩეჩნების ეროვნულ მოძრაობაში დომინირებდნენ ჩეჩნური საზოგადოების რადიკალური ძალები, მოამზადა ნიადაგი მოსკოვთან კონფლიქტისა. 1990 წლის ნოემბერში გროზნოში ჩატარდა ჩეჩენთა საყოველთაო კონგრესი, სადაც მკაფიოდ გამოიხატა ჯოხარ დუდაევის ქარიზმატული პიროვნება.1991 წლის გადატრიალება იქცა სიგნალად დუდაევისთვის, რომელმაც მოიწვია ეროვნული კონგრესი და ამხილა გადატრიალება, რასაც ჩეჩნეთის ოფიციალური ლიდერი, დოკუ ზავგაევი უსიტყვოდ დაეთანხმა. სექტემბერში ძალით იქნა გარეკილი რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. დუდაევმა 27 ოქტომბრისთვის საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და დროულად -2 ნოემბრამდე დამოუკიდებლობის გამოცხადების დღემდე - იქნა პრეზიდენტად არჩეული.რუსების მხრიდან სეპარატიზმის ჩახშობის მცდელობას ჩეჩნების საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. ამის შემდეგ ომი სამი წლით შეწყდა. ამასთანავე, რუსეთმა 1993 წლის შუა ხანებიდან დაიწყეს დუდაევის შეიარარებული ოპოზიციის დაფინანსება და გამხნევება. 1994 წლის დეკემბერში, როცა კონფლიქტში მონაწილეობა აშკარა გახდა, რუსეთმა პირდაპირი ინტერვენცია გადაწყვიტა. 1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის ძალები შეიჭრნენ ჩეჩნეთში, იმ რწმენით, რომ ჩეჩნეთს რამდენიმე კვირაში დააშოშმინებდნენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ასე არ მოხდა. ჩეჩნებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსებს. ომი, სხვადასხვა ხანგრძლივობის პაუზებით, 1996 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. რუსებმა მოახერხეს ჩეჩნეთის უმეტესი ტერიტორიის ოკუპირება, მაგრამ ვერ შეძლეს მთებში ასვლა, საიდანაც აჯანყებულები აგრძელებდნენ წინააღმდეგობას. 1996 წლის დასაწყისში რუსეთმა უარი განაცხადა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე და ჩეჩნების პოზიციებს არტილერიის ცეცხლი დაუშინა. ჩეჩნებმა მასიური შეტევით იერიში მიიტანეს გროზნოზე, სხვას მთავარ ქალაქებზე და მოახერხეს კონტროლის დამყარება ქალაქზე. ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ელცინი რუსეთის პრეზიდენტის ფიცს დებდა. ამას შემდეგ მოჰყვა მოლაპარაკების დაწყება, რაც დამთავრდა 1996წლის 28 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმებით. საინტერესოა ერთი გარემოება: ეს შეთანხმება არ შეიცავდა რაიმე გადაწყვეტილებას ჩეჩნეთის სტატუსის საკამათო საკითხზე. რადგანაც რუსეთმა უარყო, დათანხმებოდა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას და ჩეჩნეთმაც იუარა რუსეთის შემადგენლობაში დარჩენა. მხარეები შეთანხმდნენ ამ საკითხის 5 წლით - შერიგებამდე და რეკონსტრუქციამდე - გადადებაზე. ჩეჩნურმა მხარემ ეს გამარჯვებად მიიღო და განმარტა რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებისკენ გადაგმულ ნაბიჯად.მაგრამ რუსეთი უარყოფს ამგვარ ინტერპრეტაციას და ამტკიცებს, რომ ჩეჩნეთს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არა აქვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან გასვლის უფლება. ამას მრავალი დამკვირვებელი ეთანხმება, თუმცა არიან მრავალრიცხოვანნი, რომელთა აზრით არსებობს კანონიერი საფუძველი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია ჩეჩნეთი და, ალბათ, არც ერთი მათგან არ ცნობს, თუ ეს თავად რუსეთმა არ აღიარა პირველად. ამასთანავე, ჩეჩნეთმა დე ფაქტოდ მოიპოვა დამოუკიდებლობის ისეთი ხარისხი, რომელიც აშკარად აღემატება თათარსტანის სტატუსს, და რომელიც ავტონომიაზე მეტია. ჩეჩნეთს ჰყავს საკუთარი, ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, თავისი არმიით აკონტროლებს საზღვრებს და გააჩნია დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ელემენტი. რეალურად, რუსეთს არ გააჩნია ადმინისტრაციული კონტროლი ჩეჩნეთზე, ვერ ახორციელებს ფედერალურ კანონებს ჩეჩნეთზე. ამრიგად, 1997 წლის მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება ინტერპრეტირდეს, როგორც ჩეჩნეთის გასვლად რუსეთის შემადგენლობიდან. რუსეთი და ჩეჩნეთი შეიძლება შეთანხმდენ იმ ფორმულაზე, რომლის ძალითაც ჩეჩნეთი დამოუკიდებელია ყველაფერში, ოღონდ არა აქვს შესაბამისი სტატუსი. 241 შეფასება არ არის
|