საზოგადოება თამარ ჩერგოლეიშვილს ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის არ ჯერა 2014, 15 ივლისი, 22:11 ტელეკომოპანია "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ფაქტს გამორიცხავს.
როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მკვლელობა და თვითმკვლელობა საეჭვოდ ემთხვევა დროში ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ რუსთავი 2-ი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. "თავდაპირველად რუსთავი 2-ი ეროსი კიწმარიშვილმა გაყიდა. ის ამ საქმის მთავრი მოწმეა. ნებისმიერი შეტევა რუსთავი 2-ზე, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას საფუძველს გამოაცლის და დამარწმუნებს, რომ დაკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს საქმე. ეროსი კიწმარიშვილი და თვითმკვლელობა? ძალიან მყარი მტკიცებულებები უნდა ვნახო, რომ დავიჯერო. გამოძიებაც არა ჭიკაიძემ, ან ფარცხალაძემ, არამედ უფრო კომპეტენტურმა და სანდო უწყებამ უნდა ჩაატაროს, ან შედეგები გადაამოწმოს-მაგალითად fbi-მ. თუ ეს შესაძლებელია, "-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, აფტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 93 შეფასება არ არის
|