x
image
ლეელ
ნუთუ გვაქვს რაიმე ქართველებს საამაყო?!
სათაურმა, ალბათ, ბევრის გაღიზიანება გამოიწვია...თუმცა მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც ქართველობა ეამაყება და ქვეყნიდან გაქცევის სურვილით არაა შეპყრობილი.

სანამ სტატიის ძირითად ნაწილზე გადავალ, მინდა ერთი პატარა ისტორია ზოგს გაგახსენოთ და ზოგსაც გაგაცნოთ. ყველა ქართველისთვის ცნობილია, რომ საქართველო ბევრჯერ მდგარა გადაშენების პირას. ერთ-ერთი ასეთი მძიმე პერიოდი XIX საქართველოში იდგა. მთელი საუკუნის განმავლობაში ქართველთა ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. რუსეთი ყველანაირად ცდილობდა ქართველობაში ქართველობა ჩაეკლა. თითქმის შედეგს მიაღწია, მაგრამ, როგორც ყოველთვის, 80-იან წელბშიც გამოუჩნდა ქართველობას მხსნელად "თერგდალეულთა" დასი ილია ჭავჭავაძის მეთაურობით.



ილიასა და მისი გუნდის ღვაწლი დიდია. თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას. კერძოდ, ივანე ჯაბადარის მიერ 1889 პეტერბურგში ჟურნალ „სევერნი ვესტნიკში“ „ნ. დ-ს“ ფსევდონიმით დაბეჭდა წერილზე, რომელშიც ფალსიფიცირებული იყო საქართველოს მრავალსაუკონოვანი ისტორია, ლიტერატურა და კულტურა. ჯაბადარი წერდა:"საქართველოს ისტორია დასრულდა. ქვეყანას აღარაფერი არ აქვს საამაყო. მას დამოუკიდებლად არსებობდა აღარ შეუძლია და ამ ფაქტს ქართველი ერი უნდა შეეგუოს." ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. ჯაბდარმა, ერთი ხელის მოსმით, საქართველოს ისტორია მიწასთან გაასწორა და, ისედაც დათრგუნულ ქართველობას, მომავლის იმედი ჩაუკლა. თუმცა მხსნელად ილია მოევლინა ქართველობას. მან დასაბუთებულად უარყო ჯაბადარის სიტყვები და ნათლად დაანახა ყველას, რომ ქართველი ერი უდიდესი ისტორიის, ტრადიციის და კულტურის მქონეა, რომელმაც საუკუნეები იარსება და ასე იქნება კვლავ. ამასთან დაკავშირებით ილიამ 1889 და 1890 წლებში გამოსცა ორი ნაშრომი: "აი ისტორია" და "ქვათა ღაღადი".


ჩემი აზრით, დღესაც აქტუალურია ეს საკითხი. დღესდღეობით ქართველი ერი გადაჯიშების გზაზე დამდგარა. ნელ-ნელა ვივიწყებთ იმ ფასეულობებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ქართველთათვის... ამ სტატიაში კი მხოლოდ ერთ კულტურულ მემკვიდრეობაზე ვისაუბრებ. ესაა ქართული ხალხური ცეკვა.

image



image


ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“. ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.


ქართული ხახური ცეკვა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ესენია:
1.ქართული
ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა “სადარბაზო’’, “სანადიმო’’, “ საარშიყო’’, “დავლური’’, “ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა.


2.მთიულური
მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება.


3.მთიულური დავლური
მთიულური დავლური მთიულურის ჯგუფის ქართული ხალხური ცეკვაა. შედგება ნელი დავლურისა და სწრაფი მთიულურისაგან.


4.ბაღდადური

ბაღდადური დადურქართული ქალაქური ცეკვაა. აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე-ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო, ძველებური ქართული, გლეხური ცეკვის ”ბუქნის”, ხტომითი მოძრაობები და პანტომიმის ელემენტები. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა ”ძველი თბილისის სურათები”



5.კინტოური
კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი



6.განდაგანა

ანდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით.



7.კახური


8. ლაზური



9. რაჭული


10.აჭარული


11.დავლური


დავლური განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი.


12.სამაია
სამაია- ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა “სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (“სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები “ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი “სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს “როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში “სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული “სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული.


13.ხორუმი
ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა.



14. ხევსურული
მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება.


15.სიმდი და ხონგა
ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული.

სიმდი


ხონგა


16.ჯეირანი
ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვის, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.



17.ყაზბეგური
საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება.


18. ფარცა
ეს ცეკვა გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს, გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით.



19.ხანჯლური
ხანჯლური ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს.



იმედია ნასიამოვნები დარჩით ჩემი სტატიით. სიყვარულით ლეელ.

18
308
12-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
308
  
2014, 21 ივლისი, 20:59
გმადლობთ
2014, 21 ივლისი, 20:51
ძალიან საინტერესოა
2014, 16 ივლისი, 19:28
ეგ ბატონი არვიცი ვინა. არ გამიგია, უმსგავსობები არა გახშირებული. განსხვავებულად თუ გაცვია ან პირსინგი გაქვს ამის გამო მოსაკლავად დაგზდევენ, ქართველები იქცევიან "პრიმიტიულ მხეცებად" ყველაზე არ მაქ საუბარი ეს სამაყო არა "კიდევ ერთი დიდი მინუსი ჩვენს კულტურას" 21-ე საუკუნეში პრობლემის გადაჭრას დიპლომატიური გზით ახერხებენ, ჩვენ კი მუშტი-კრივით, სამარცხვინოა, კანონი კი ყველას იცავს ამაში ცუდი არაფერია. ინტერნეტი და ახალ ტექნოლოგიები ცალკე თემა. განათლების დონე კი ვთქვი, რომ დაბალია, ამაში თქვენც დამეთანხმეთ, განათლების სისტემა დასახვეწი.
2014, 16 ივლისი, 18:16
გიორგი ჩხარტიშვილი გათხოვდა კანონიერად და თუ არ არსებობს კანონი, აბა როგორ, თან ორი მამრი სქესის წარმომადგენლების უმსგავსობებს ხშირად აწყდება უკვე ადამიანი ქუჩაში და აბა ვინმემ შენიშვნა გაბედოს, მზად აქვთ პასუხი- "ჩვენ კანონი გვიცავს". ხელოვნებას და ლიტერატურას რაც შეეხება- ინტერნეტ მიჯაჭვულობა და ევროპელობა მაინც მძვინვარებს, ნებისმიერ მოზარდს მეგობრების წრეში გართობა, დასვენება, დისკოთეკა და ლუდი უფრო "სიამოვნებს", ვიდრე ცეკვაზე სიარული და ან თუნდაც რომელიმე წიგნის კითხვა, ფაქტი სახეზეა, თბილისის გამოკითხვებში "დედა ენა" თურმე გორგასალმა დაწერა და "თბილისი კი კობა ხაბაზმა დააარსა" თურმე, მეტი უბედრება რა გვინდა??
2014, 16 ივლისი, 18:09
მცდარი ინფორმაცია მოგაწოდეს მის, ლგბტ-ს კანონი არარსებობს ან რომც არსებობდეს ხელოვნების და ლიტერატურის განვითარებას როგორ შეუშლის ხელს?
2014, 14 ივლისი, 23:33
ხელოვნება, ლიტერატურა და ა.შ ვიღას ახსოვს მაშინ, როცა ლგბტ-ს კანონიც კი მძვინვარებს? სხვა კიდევ დანარჩენი და ეს ყველაფერი სწორედ ევროპული ქვეყნების მიმბაძველობიდან გამომდინარე, განა რჩება დღევანდელ ახალგაზრდებს დრო და სურვილი დაკავდეს ხელოვნებით? სწორედ ეს მიმბაძველობა, რაც "იქ" კულტურად მიაჩნიათ, დღეს ჩვენთანაც ბატონობს და მარტო ქართული სულისკვეთება კი არა თვით ხელოვნება, ლიტერატურა და ისტორიაც გადაშენების პირასაა. ნაგვის დაყრას რაც შეეხება კი დარწმუნებული ვარ მაგ კანონს აქაც თუ იქნება, ბევრი მიესალმება.
2014, 14 ივლისი, 23:03
ქართველები პატიოსნები გგონია? რა იცი გარყვნილება ყველა ქვეყანაშია. აქ კანონით აკრძალულია, მაგრამ რატომღაც მეძავები თავიანთი საქმით თავისუფლად არიან დაკავებული."ღვინო, დუდუკი, ქალები" ეს სიტყვები კი უკვე იმდენიხანია არსებობს და ისმის ტრადიციადა ქცეული და სამაყო სულაც არა.. როცა პიროვნება ნაგავს ძირს დაყრის ეს პირველ რიგში მის კულტურას აყენებს დარტყმას, აქ მაგაზე რომ ჯარიმა დაწესონ ქართველების უმეტესობა ფეხზე დადგება და მთავრობას დამხობს :d კულტურაში, რაც შედის ხელოვნება, ლიტერატურა და ა.შ რაც სამაყოა ის დარჩეს ბატონო, ამოვძირკვოთ მეთქი არ ვამბობ, ამაზე თუ ევროპული კულტურა უარყოფითად ახდენს გავლენას არვიცი, ეგ თქვენი პირადი აზრია.
2014, 14 ივლისი, 20:45
ეგ ყველა შენს მიერ ხსენებული კარგად ვიცი ჩემო კარგო, განათლებას და ტექნიკურ წინსვლაზე არ მაქვს საკამთო, მიმბაძველობაში სხვა რამ- გარყვნილება და ის კულტურა და ტრადიციები ვიგულისხმე, რისი გავლენითაც ქართველმა დაივიწყა თავისი მიწა-წყლის კულტურა და ტრადიციები, ევროპასა და ამერიკაში კი ნაგვის არ დაყრა, ეს მათი ჯარიმად მოყვანილი მაღალი თანხის გამოა, თორემ (დღეავნდელობას არ ვგულისხმობ) მოწესრიგებულობით და კულტურით, ლიტერატურითა თუ ისტორიით ერთ დროს ბადალი არ გვყავდა. მე სულ სხვა მიმბაძველობა ვიგულისხმე.
2014, 14 ივლისი, 20:35
ევროპელები ჩვენზე ბევრად წინ არიან და ბევრ რამეში მივბაძოთ უნდა კიდეც. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, რომ გაიარო ქუჩაში ნაგავს ვერ ნახავ ვერსად გარდა ამისა, საქართველოში რასიზმს ხშირად აქვს ადგილი, ძანგების დაცინვას, შეურაწყოფას, განსხვავებული, ეპატაჟური ადამიანების დაცინვას, განათლების დონეა დაბალი, ბევრი რამ ევროპელებისგან გვაქ გადმოსაღები მოკლედ, ან დავანებოთ ევროპას თავი და რაც არა სამაყო იმას ნუ ვაკეთებთ, მაგრამ საქმე რაშია დამოუკიდებლად რამის დახვეწა და სწავლა ძნელია, მიბაძვა შედარებით იოლია ასე არა? ამისთვის არსებობს ამერიკა და ევროპა. სუხიშვილებმა ქართული ცეკვით მსოფლიოს გაცნეს თავი ეს სამაყოა, რაც სამაყოა ის შევიარჩუნოთ უნდა და თუ მიმბაძველობით მაგალითად, ჩვენი კულტურის კარგისკენ დახვეწა შეიძლება რატომაც არა?
2014, 14 ივლისი, 19:51
"ევროპელობას"...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10