x
image
ლეელ
ბრეტანი-ლეგენდების მიწა, ის რაც აქამდე არ გსმენიათ
image

ბრეტანი საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია, რომელშიც უხვად მოიპოვება კელტური მისტიკური ლეგენდები.


*გობლინები

image

ბრეტანულად გობლინი ნიშნავს ჯუჯას, რომელიც ელფს წააგავს. გობლინები ცხოვრობენ ტყეებსა და მთებში. ხალხს სჯეროდა, თუ კი მათ ტერიტორიას გადაკვეთავდნენ, მაშინ გობლინები მათ მოაჯადოვებდნენ.


image

ისინი ფლობდნენ დიდ საგანძურს, რომელიც მდინარეებში ჰქონდათ გადამალული, ასევე გობლიენს შეეძლოთ მომაკვდავი ადამიანი მოეკლათ და მისი სული ჯოჯოხეთში გაეგზავნათ.



*ანკუ

ბრეტანელებს განსაკუთრებით ეშინოდათ ანუკი, მაგრამ ვინ იყო ის? კელტური მითოლოგიის თანახმად, ანუ იყო სიკვდილის მაცნე, რომელიც ადამიანთან მოდიოდა მაშინ, როდესაც მისი სიკვდილის დრო მოვიდოდა. მას ვერსად დაემალებოდი.

ანკუს გამოსახავდნენ ჩონჩხს შავი მოსასხამით, რომელსაც ხელში ცელი ეჭირა.

image

მიაჩნდათ, რომ ანკუ გადაადგილდებოდა ნავით, რომელიც საშინელ ხმებს გამოსცემდა. მზის ჩასვლის შემდეგ, ადამიანებს ყველანაირი ხმაურისა ეშინოდათ და მას ანკუს მიაწერდნენ.


* მეფე არტური

ესაა ერთ-ერთი ლეგენდა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანმა იცის. ლეგენდა არტურზე და მის ჯადოქარ მერლინზე, რომლის დახმარებითაც მეფე არტურმა ლოდიდან ხმალი ამოიღო და იწყო ბრეტანის გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ.

image

გამეფებიდან მალევე არტური ცოლად ირთავს დედოფალ გვინევიას. შემდეგ კი თავის ერთგულ ჯარისკაცებთან ერთად აარსებს "მრგვალი მაგიდის" საძმოს, რომლის მთავარი ფუნქციაა გრაალის პოვნა.


image

გრაალი-ეს არის თასი, რომლითაც ადამიანი შესვამდა ქრისტეს სისხლს. სნეული უმალ ინკურნებოდა, ის ვინც ამ თასიდან შესვამდა უკვდავი იქნებოდა.

image

ბროსელიანდის ტყე, საინდანაც სათავეს იღებს ლეგენდა მეფე არტურზე.


* აზენორი

ლეგენდა აზენორის შესახებ ნაკლებად ცნობილია. ეს ისტორია დაიბადა ბრესტის ციხე-სიმაგრეში, სადაც დატყვევებული იყო ახალგაზრდა ქალი.

image

აზენორი იყო გრაფ შუნერ დე გოელოს ცოლი. ახალგაზრდა ცოლს გრაფი ვერ შეეგუა, ამიტომ იგი ციხე-სიმაგრის მიუვალ კოშკში გამოამწყვდია, რომელიც განთქმული იყო საშინელი ხმაურით.

image

ამ ადგილას მუდამ ქარი ქროდა, იმდენად ძლიერი, რომ საკანში გამომწყვდეულ ქალს არ შეეძლო ცეცხლის ანთება, ასევე ვერც ვერავის აგონებდა ყვირილს. სასოწარკვეთილი ზღვაში გადახტა, თუმცა ანგელოზმა იგი გადაარჩინა და ირლანდიის ტყეებში წაიყვანა.


* ბატონი კომორი

ლურჯწვერა ბრეტონული ლეგენდაა. ბატონი კომორი ცხოვრობდა ფინისტერის სასახლეში, კარნოეტის ტყეში. ის ცნობილი იყო თავისი მრისხანებითა და სისასტიკით.

image

ეს ისტორია დასაბამს მე-6 საუკუნიდან იღებს. ამბობენ, ბატონმა კომირმა თავისი ექვსი ცოლი მოკლა ერთ დღეს. შემდეგ კი ტრიფინზე დაქორწინდა.

წყვილი თავდაპირველად ბედნიერად ცხოვრობდა, მანამ სანამ ჯადოქარმა არუწინასწარმეტყველა ბ. კომორს სიკვილი:" შენი სისასტიკის გამო მოგკლავს შენი შვილი, რომელსაც ტრიფანი ელოდება"

image


ქალმა, ამ ამბის გაგების შემდეგ, კონორი მიატოვა და შორს გაიქცა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, კონორმა იპოვა ცოლი, რომელსაც შვილი გაეჩინა. ლურჯწვერამ ცოლ-შვილს თავები მოჰკვეთა.

image

*ჯოჯოხეთის კარიბჭე

image

ესაა არეს მთები ანკუს რეგიონში. მთების შუაში მოქცეულია მდუმარე ჭაობი, რომელიც მეტად მისტიკური სანახავია. ბრეტანელებს მიაჩნდათ, რომ ეს იყო ადგილი, საიდანაც შედიოდი ჯოჯოხეთში.


*მარიონ დუ ფაუეტი

ესაა ბრეტანის ტყის რობინჰუდი, რომელზეც უამრავი ლეგენდა არსებობს. ეს ქალი იყო 15 კაციანი ბანდიტთა ჯგუფის ლიდერი, რომელიც სიმდიდრისთვის არ იბრძოდა. იგი იყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართული. ამის გამო ბევრჯერ დააპატიმრეს. ხოლო 1755 წელს თავი მოჰკვეთეს კომპერში. image

სტატია თარგმნა ლელა აღაპიშვილმა.

0
328
7-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0