სხვა მიქელანჯელოს სენტენციები 2014, 2 თებერვალი, 23:25 მიქელანჯელო დაიბადა 1475 წლის 6 მარტს კაპრეზში. მიქელანჯელო ცნობილი მოქანდაკე, მხატვარი, ასევე გატაცებული იყო ლექსების წერითა და სენტენციებით. მისი სენტენციები დღესაც არ კარგავს აქტუალობას. წარმოგიდგენთ მათგან მხოლოდ რამოდენიმეს: 1."ის უფრო მიყვარს, რაც მავნებს და ზიანს მომიტანს. 2. მელანქოლია არის ჩემი სიმხიარულე 3.არ ღირს 1000 სიხარული ერთ მშვენიერ მჭმუნვარებად. 4. ისე ჰქმენ, ჩემს თავს არ დავუბრუნდე. 5. ვაგლახ, ბედკრული ვიგონებ წარსულს, მაგრამ არ არის ერთი დღე მაინც, რომ შემეძლოს დავარქვა ჩემი. 6. ო, ღმერთო! ღმერთო! მე ვინ მიშველის, ჩემს თავს მე თვითონ თუ არ ვუშველე! 7. მიჯნურია მიჯნურთათვის ტრფობის სიუხვის ჟამი კი არა, მათ რომ ვნებებს უცხრობს, არამედ მათ რომ იმედით ასულდგმულებს. მიქელანჯელო ასევე გატაცებული იყო ლექსების წერითაც. მან პირველად ლექსი დაწერა 1504წელს. 1518 წელს თვითონვე დაწვა თავისი ლექსები. თუმცა მისი ლექსების კრებული მაინც გამოაქვეყდა. 1.არ შეიცვლება არც ცხოვრება და არც სურვილი, ძალმომრეობით ვერ გახდება ჟამი ვერაფერს, ვერც შემთხვევა და იძულება აგედევნება.... ვწერ შურით ამას, ვერ დავფარავ, ბედი მშურს თქვენი... 2. მედიჩთა კაპელაზე დასახატი ღვთისმშობლის ესკიზის ქვეშ მიწერილია მიქელანჯელოს ლექსი: "მე ვდგავარ მხოლოდ აგზნებული, მე ვდგავარ ჩრდილში, არის ქვეყანა მზის სხივებით გაშიშვლებული ხარობს ყოველი:მხოლოდ მე ვარ დედამიწაზე ძირს დაცემული სევდიანი, ვკვნესი და ვტირი...." 160 10-ს მოსწონს
|