x
image
მანჩო 777
ხელისა და გულის შეთავაზება მოულოდნელი ფინალით (+ სახალისო ვიდეო)
ხელის და გულის შეთავაზება-ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქალიშვილის ცხოვრებაში..თუ თქვენ გადაწყვიტეთ იყოთ ორიგინალურები და ეს ყველაფერი საზოგადოებრივ ადგილას გააკეთოთ, კარგად დაფიქრდით, რადგან გოგონას რეაქცია შეიძლება სავსებით მოულოდნელი და არაადეკვატური აღმოჩნდეს. მაგალითისათვის მინდა შემოგთავაზოთ ერთი შემთხვევა, რომელიც ცოტაოდენი ხნის მოხდა დუბაიში.


image


როგორც გამოცემლობა Daily Mail აცხადებს, ცოტაოდენი ხნის წინ დუბაის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტს ესტუმრა ახალგაზრდა წყვილი. მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ გულგრილი არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ. სავაჭრო ცენტრში სეირნობის დროს წყვილი ქუჩის მუსიკოსებს მიუახლოვდა, რომლებიც რომანტიკულ მელოდიას უკრავდნენ.

უცებ ვაჟმა ერთ-ერთ მუსიკოსს მიკროფონი გამოართვა და ყველას გასაგონად დაიწყო ქალიშვილის შემკობა კომპლიმენტებით.


''მე მაქვს სპეციალური განცხადება ამ მშვენიერი გოგონას მისამართით, -განაცხადა ყმაწვილმა, -ის მე გავიცანი სამი თვის წინ და ახლა ის ჩემთვის ყველაფერია. შენ ჩემი სიყვარული ხარ, ყველაზე ტკბილი და თბილი არსება ხარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ ამ ქვეყნად, "-თქვა მან.


image


ახლაგაზრდა კაცის სიტყვებმა სავაჭრო ცენტრში მყოფი ადამიანების ყურადღება მიიქცია. გოგონას აღელვება დაეტყო. "გაჩერდი, ყველანი გვიყურებენ, "- წასჩურჩულა მან ვაჟს.


ყმაწვილმა არაფრად ჩააგდო გოგონას აღელვება და გააგრძელა თავის გამოსვლა :–''მე მინდა შენ პატარა ლექსი მოგიძღვნა: როცა შენ მიღიმი, სამყარო ჩუმდება და ჩემი გული წყვეტს ცემას. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის, სხვა არავინ არ მინდა, ''- დაასრულა მან გამოსვლა და მუხლებზე დაეცა გოგონას წინ.


image


მისმა მოძრაობამ აშკარად შეაშფოთა გოგონა და მან თხოვა ბიჭს წამოდგარიყო, მაგრამ მან ისევ უყურადღებოდ დატოვა ქალიშვილის თხოვნა და გააგრძელა თავის გამოსვლა:" მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს შენთან: გამხდი ყველაზე ბედნიერ ადამიანს დედამიწაზე?"


image


გაბრაზებულმა ქალიშვილმა, დარწმუნებულმა იმაში, რომ ვაჟმა დაამთავრა თავისი მაღალფარდოვანი გამოსვლა, იქვე მდგომ ერთ-ერთ მუსიკოსს ხელიდან გიტარა გამოსტაცა, ბიჭს თავში სთხლიშა და იქაურობა დატოვა.



3
36
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
36
  
2014, 14 ივლისი, 16:46
ეგეც მართალია:)
2014, 14 ივლისი, 14:56
ჰო, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა..ყველა გოგოს არ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
2014, 14 ივლისი, 14:20
ოოოოოოოო ცრემლები მომადგა:D:D:D:D:D:D:D:D კარგათ უქნია გიტარა რო ჩარტყა რამდენჯერ გააფრთხილა გაჩერდიო:D:D:D:D:D:D:D მაგრამ ბიჭი მაინც შემეცოდა:(:(:(:(:(:((
0 1 3