საზოგადოება ვიდრე სხვას განსჯიდეთ–კარგად დაფიქრდით.მხოლოდ უფალს შეუძლია განსაჯოს ადამიანი! 2014, 13 ივლისი, 18:56
15 წლის გოგონას ხელში 1 წლის ბავშვი უჭირავს და მას ხალხი ქუჩის ქალს უწოდებს.ერთი წუთითაც არავინ დაფიქრებულა რომ ეს გოგონა შეიძლება ძალადობის მსხვერპლია...
ხალხი თავისუფლად დასცინის უპროპორციოდ გადაგვარებულ ადამიანს, არც იციან ამ ადამიანის ჯანმრელობის პრობლემის შესახებ, რის გამოც ასეთი ფორმის ჩამოყალიბდა.
როცა ქუჩაში იარებით დამახინჟებულ კაცს დავინახავთ, მას მახინჯს ვუწოდებთ დაუფიქრებლად და არც გავიფიქრებთ რომ ამ კაცმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა და მტრის თავდასხმისას მიიღო ეს ტრავმა.
კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო.შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა რამდენ გაუბედურებულ და საწყალ ადამიანს ვაწყდებით ყოველდღიურად, რომლებიც მოწყალებასაც ითხოვენ.ბევრი ჩვენგანი კი დამცინავი ღიმილით ჩაუვლის გვერდს.(არ მაქვს საუბარი თვითმარქვია მაწანწალებზე).მოდი დავფიქრდეთ ხალხო ცოტა მაინც, ვიდრე სხვას განვსჯიდეთ და თუ დახმარება არ შეგვიძლია, უფალს პატიება ვთხოვოთ ამისთვის და ნუღარ დავცინებთ მაინც, ამას არ გვიქადაგებდა იესო! 189 10-ს მოსწონს
|