x
image
რუსუდან ბერიძე
მაწანწალამ იხსნა ახალშობილის სიცოცხლე
image

უსახლკარო მამაკაცმა გადაარჩინა ახალშობილი.ეს არაორდინარული სიტუაცია მოხდა ქალაქ ალცევსკში–ლუგანის მხარეში.“მშობელმა"დედამ, უსუსური პატარა დატოვა უკაცრიელ პარკში.ის იპოვნა უსახლკარო მამაკაცმა და გადაარჩინა უთუო დაღუპვას.

მაისის ბოლო დღე იყო.მაწანწალა დახეტიალობდა ამ უკაცრიელ პარკში, რომ ბოთლები შეეგროვებინა და ცოტა ფული ეშოვნა სასმელისთვის.გაუყვა პარკში მიმავალ ბილიკს. იქვე ბუჩქებიდან რაღაც უცნაური და სუსტი ხმა მოესმა.

ცნობისმოყვარეობამ ძლია.ეგონა რაღაც ცხოველი იყო.მიუახლოვდა იმ ადგილს, საიდანაც ხმა ისმოდა.გადასწია ბუჩქები და დაინახა საფენებში გახვეული უსუსური ახალშობილი.წუთიც არ დაფიქრებულა, ისე დასტაცა ბავშვს ხელი და პირველივე შემხვედრ ადამიანს თხოვა, რომ პარკში მილიცია გამოეძახებინა.


მილიციის თანამშრომლებმა ახალშობილი ექიმებს გადასცეს.მათ გამოიკვლიეს პატარა და დაადგინეს რომ ახალშობილის სხეული გადაციებული იყო და თან სითხის ნაკლებობას განიცდიდა.ექიმებმა ყველაფერი იღონეს ახალშობილის გადასარჩენად.

ოპერატიულმა ჯგუფმა დაიწყო ადგილზე მოკვლევა, მაგრამ ვერ მიაგნეს იმ გულგრილი დედის კვალსაც, რომელმაც ასე გაიმეტა თავისი პატარა სასიკვდილოდ.

მაწანწალასაც კი გაუკვირდა, დედის ასეთი გულცივობა.

ვაი რომ დღესაც არსებობენ ასეთი სულმდაბალი დედები სამწუხაროდ.ღმერთმა შეუნდოს მათ და ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს!

3
221
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
221
  
2013, 4 ნოემბერი, 14:58
რა უსამართლობაა ცხოვრება ,ზოგი წლები ელოდება ნანატრ შვილს და არ ყავს ზოგი კი სანაგვეზე აგდებს:(
თავადაც ხომ შვილია დედა,
ვგიჟდები როგორ აკეთებენ ამას,9 ტვე მუცელში გყავს გრძნობ განიცდი და მერე იმეტებ როგორ იძინებს და ჭამს?
2013, 4 ნოემბერი, 14:54
გეთანხმებით გენაცვალე.ესეც განზრახ მკვლელობაა და ტან ვისი,საკუთარი სისხლისა და ხორცის ნაწილის.ამააზრზენია ასეთი ადამიანი.ან როგორ გაიხარებს/
2013, 4 ნოემბერი, 11:02
რა განსხვავებაა ამგვარ "დედასა" (ბრჭყალების გარეშე ასეთ ადამიანს დედას ვერ ვუწოდებ) და ჩვეულებრივ მკვლელს შორის?..
0 1 3