საზოგადოება დაფიქრებულხართ ოდესმე,თუ რამდენ კარგსა და სასიამოვნოს ვერ ვამჩნევთ ჩვენ ამ სამყაროში? 2014, 23 მარტი, 14:35
ერთი კაცი იდგა მეტროს სადგურში– ვაშინგტონში და სკრიპკაზე უკრავდა.ეს იყო იანვრის ცივი დილა.მან 45 წუთის განმავლობაში დაუკრა ბახის ცნობილი 6 პიესა.ამ დროში(ეს იყო პიკის საათი)გამოთვლით ამ სადგურში გაიარა 1100-მა ადამიანმა, მათი უმრავლესობა სამუშაოზე მიიჩქაროდა.
დაკვრის დაწყებიდან 3 წუთი გავიდა, როცა ერთმა შუახნის მამაკაცმა შენიშნა მუსიკოსი, ნაბიჯი შეანელა, რამოდენიმე წამი შედგა და შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გააგრძელა თავისი გზა.
ერთი წუთის შემდეგ მუსიკოსმა მიიღო თავისი პირველი ჰონორარი, ერთმა მანდილოსანმა ერთდოლარიანი ჩაუგდო ქუდში და უმალ გაშორდა მუსიკოსს.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ერთი მამაკაცი კედელს მიეკრა და თვალდახუჭული რამდენიმე წუთის განმავლობაში უსმენდა ჯადოსნურ ჰანგებს, მაგრამ როცა გონს მოეგო და საათს დახედა სწრაფად გაეშურა თავის საქმეზე. ვინც მიაქცია ყველაზე მეტად ყურადღება მუსიკოსს, ეს იყო 3 წლის ბიჭუნა, რომელიც დედამ იძულებით წაიყვანა.ასე მოიქცა კიდევ რამდენიმე ბავშვი, რომლებიც იძულებით წაიყვანეს მშობლებმა. 45 წუთის განმავლობაში როცა მუსიკოსი ჯადოსნურად უკრავდა, მხოლოდ 6 ადამიანი შეჩერდა მუსიკის მოსასმენად ცოტახნით.დაახლოებით ოცმა მისცა ფული და სულ მუსიკოსმა დააგროვა 32$, მაგრამ მაშინვე ყველა აგრძელებდა თავის გზას. როცა მუსიკოსმა დაკვრა დაამთავრა, არავის შეუმჩნევია, არც აპლოდისმენტები ყოფილა და არც აღიარება. ვერავინ ვერ იცნო ეს "სკრიპაჩი".ეს იყო ცნობილი მუსიკოსი–ჯოშუა ბელი.ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსი მსოფლიოში და ახლახან უკრავდა ყველაზე რთულ ნაწილს მელოდიისას რომელიც კი ოდესმე დაწერილა სკრიპკისთვის, რომლის ღირებულება იყო 3, 5 მილიონი $. ჯოშუა ბელის მეტროს სადგურში გამოსვლამდე 2 დღით ადრე, მისი კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდული იყო ბოსტონის დიდ თეატრში, სადაც ბილეთის საშუაო ფასი 100$ იყო. პროექტი"ჯოშუა ბელი უკრავს ინკოგნიტოდ მეტროში"ორგანიზებული იყო გაზეთ "Washington Post"-ის მიერ, როგორც სოციალური ექსპერიმენტის ნაწილი ადამიანების აღქმის, გემოვნების და პრიორიტეტების შესახებ.ექსპერიმენტის ამოცანა იყო შემდეგი:ნორმალურ გარემოში, არახელსაყრელ დროს თუ შეგვიძლია სილამაზის აღიარება?როგორ ვრეაგირებთ, რას ვაკეთებთ ამის გასარკვევლად?ვაღიარებთ თუ არა ნიჭს მოულოდნელ კონტექსტში? ამ ექსპერიმენტიდან მხოლოდ ერთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოდ: თუ ჩვენ ერთ წუთსაც არ დავუთმობთ და არ მოვუსმენთ მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსს, რომელიც უკრავს ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკას, რომელიც კი ოდესმე დაწერილა, მაშინ რამდენად მნიშვნელოვანი რამის შემჩნევა არ შეგვძლებია თურმე ამ სამყაროში? 75 4-ს მოსწონს
|