საზოგადოება ვიდრე სხვაზე გაბრაზდებოდეთ,ჯობს კარგად დაფიქრდეთ–იქნებ ცდებით და თავად ხართ დამნაშავე! 2014, 13 ივლისი, 17:31
ერთ გოგონას აეროპორტში ასეთი ისტორია გადახდა, რაც ბევრ ჩვენგანს გაახსენებს ანალოგიურ ფაქტს...გოგონა ელოდებოდა თავის რეისს ერთ დიდ აეროპორტში.რეისი გადაიდო და მას რამდენიმე საათი ლოდინი მოუწია მოსაცდელ დარბაზში.იყიდა წიგნი და ორცხობილა, რომ დრო როგორმე მოეკლა და კარგად მოკალათდა მოსაცდელ დარბაზში–თავისუფალ სავარძელში.მის გვერდით ცარიელი სკამი იყო, რომელზეც ორცხობილა იდო, ხოლო გვერდით სკამზე კი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელიც ჟურნალის კითხვით იყო გართული.გოგონამაც დაიწყო კითხვა.აიღო ორცხობილა, მამაკაცმაც აიღო!მამაკაცის ეს საქციელი ძალიან აბრაზებდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა კითხვას.რამდენჯერაც გოგონა აიღებდა ორცხობილას, იმდენჯერ მამაკაციც იგივეს აკეთებდა.გოგონას სიბრაზისგან მოთმინების ფიალა ევსებოდა და განრისხებული თვალებით გადახედავდა მეზობელს.მაგრამ ის ამას არად აგდებდა და განგრძობდა ჟურნალის კითხვას.ბოლოს როდესაც ერთი ცალი ორცხობილა დარჩა, გოგონამ ერთხელ კიდევ გაბრაზებული თვალებით გადახედა მამაკაცს"საინტერესოა რას მოიმოქმედებს ახლა ეს უზრდელი?".მამაკაცმა თითქოს წაიკითხა გოგონას ფიქრები, ორცხობილა შუაზე გაყო და თავაუღებლად მიაწოდა მეზობელს.ეს უკვე აუტანელი იყო.გოგონამ სწრაფად აიღო თავისი ნივთები და გაეცალა "უზრდელ"მამაკაცს, რომ სკანდალი არ აეტეხა მოსაცდელ დარბაზში.
მოგვიანებით, როდესაც თვითმფრინავში ჩაჯდა, ხელჩანთა გახსნა, რომ სათვალე ამოეღო, ხელში მოხვდა მისი ნაყიდი ორცხობილის შეკვრა...და უცებ გაახსენდა, რომ მან ჩანთაში ჩადო ორცხობილა რომელიც იყიდა.ადამიანი კი, რომელსაც ის უზრდელად მიიჩნევდა, თავის ორცხობილას უანგაროდ უზიარებდა და ამას სიკეთით აკეთებდა ისე რომ არ გამოხატავდა ოდნავ წყენასაც კი.
გოგონას ძალიან შერცხვა თავისი საქციელის, მაგრამ ამ შეცდომის გამოსწორება უკვე შეუძლებელი იყო...
P.S.ეს ისტორია დაგვაფიქრებს ბევრ რამეზე ბევრ ჩვენგანს:– ვიდრე ბოღმას სხვაზე გადმოანთხევდეთ, ჯობს კარგად დაფიქრდეთ, იქნებ თავად ხართ დამნაშავე! 41 4-ს მოსწონს
|