x
image
აჩიკუნა
სანატრელად სიკვდილი დამრჩა

image


ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას უსამარტლოდ უტხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.



William Shakespeare (უილიამ შექსპირი)




image

11
1214
6-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
1214
  
2014, 13 ივლისი, 12:47
სამწუხაროდ არც მე ვიცი, ძალიან დაბალ დონეზე შეიძლება ითქვას, სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი და ბავშვობაში კლიპებიდან და ეხლა კი ნეტის საშუალებით რაც ვისწავლე სულ ეს არის.
2014, 13 ივლისი, 12:41
შექსპირი განუმეორებელია. ნეტა მაღალ დონეზე ვიცოდე ინგლისური, სულ სხვა იქნებოდა!
2014, 13 ივლისი, 12:40
ვგიჟდები საერთოდ შექსპირზე, ყველა მისი სონეტა მაქვს და 146-ეც მომწონს ძალიან.

სულო საბრალოვ, ცოდვილ სხეულს როგორ გაგყარო,
ავხორცულ ძალებს შემოსეულს ვერ გადარეკავ?!
დანაცრებულა შინაგანი შენი სამყარო,
შენ კი ამკობ და ალამაზებ კედლებს გარეგანს.

სხეული შენი დროებითი საცხოვრისია,
ნუ გენაღვლება, თუ დარჩები დაუდაფნავი,
სხეული არ ღირს ამდენ მოვლად, რადგან სხვისია,
მხოლოდ ჭიებს თუ გაალაღებს შენი საფლავი.

გალაღდი სულო, ღვთაებრივი სხივით იდიდე,
და მიწიერი დაიმონე შენი დიდებით,
შენი იქნება წუთისოფლის მთელი სიმდიდრე,
თუ კი გარეგან სამკაულს არ გაეკიდები.

სამარადისო ძალა აღარ შემოგაკლდება
და თვით სიკვდილიც მაშინ ხელში შემოგაკვდება.
2014, 13 ივლისი, 12:28
აი მისიც :

ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე…

ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში.
2014, 13 ივლისი, 12:26
ნამდვილად.
2014, 13 ივლისი, 12:25
კი, მაგრამ თაბუკაშვილი მაინც განუმეორებელია!
2014, 13 ივლისი, 12:22
ზუსტად ამ სონეტის ელერდაშვილის ვერსია თუ იცი?
2014, 13 ივლისი, 12:15
მეც ძალიან მიყვარს. რეზო თაბუკაშვილის ნათაეგმნია!
2014, 13 ივლისი, 12:11
შექსპირის 66-ე სონატა, ვგიჟდები.
2014, 13 ივლისი, 11:58
როგორ მიყვარს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10