საზოგადოება რა საქმიანობას ეწევა ირაკლი ალასანიას მეუღლე - ნათია ფანჯიკიძე და როგორ ეხმარება ადამიანებს 2014, 12 ივლისი, 20:52 საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე 2011 წლიდან ფსიქოსოციალური რეაბილიტაციით არის დაკავებული. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "კამარამ", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით დააფუძნა ნივთიერებაზე დამოკიდებული პირების ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრი, რომელსაც ნათია ფანჯიკიძე დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ყოფილ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანებისათვის უფასოდ რვა სახის ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპია ტარდება, მათ შორის არის არტ-თერაპია, რომელიც შეიძლება ითქვას რომ „კამარელების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი მახასიათებელი ელემენტია. მეთოდი, რომლითაც ”კამარაში” მისულ ადამიანებს მკურნალობენ, ამერიკაში კარგად აპრობირებულია და ნათია ფანჯიკიძემ სწორედ ნიუ იორკში, "ბელვიუ ჰოსპიტალ"-ში ორწლიანი მუშაობისას შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ იქ მიღებული გამოცდილება საქართველოში გამოეყენებინა. ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ იმ „კამარელების“ ნამუშევრები, რომლებზე მუშაობის შედეგადაც, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები ინკურნებიან. „კამარამ“, ნათია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით არაერთი გამოფენა გააკეთა, სადაც ყოფილი ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანების ნამუშევრები გამოიფინა და დამთვალიერებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. კარგი იქნება, თუ ამ ადამიანების განკურნებაში ჩვენც შევიტანთ გარკვეულ წვლილს და მათ გამოფენებს მაინც ვესტუმრებით. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სვანეთი: 2013 წლის 10 ნოემბრის გამოფენა "ექსპო ჯორჯიაში" : ეს კი ბოლო, რამდენიმე დღის წინ მოწყობილი გამოფენა საჯარო ბიბლიოთეკაში: 541 6-ს მოსწონს 1-ს არა
|