10 ივლისს სტამბოლიდან ბიზნესკლასის თვითმფრინავით " TK0009", რომელიც თურქეთიდან ლოს ანჟელესში მიფრინავდა და რომელშიც სკანდალების მოყვარული თურქი მსახიობი და თანამედროვე თურქული კინოს ვარსკვლავი ქივანჩ თათლითუღი თავის შეყვარებულთან ერთად შვებულების გასატარებლად ამერიკაში მიემგზავრებოდა, მორიგ გაუგებრობაში აღმოჩნდა.მსახიობმა სალონში ორი ბოთლი ღვინო დალია და ბორტგამცილებლისგან კიდევ მესამე ბოთლ სპირტიან სასმელს ითხოვდა. ის უკვე საკმაოდ გადამთვრალი იყო და თავს კონტროლს ვეღარ უწევდა, რაზეც მეტყველებს მომხდარი ინციდენტი. წყაროს ინფორმაციით ამავე თვითმფრინავით მგზავრობდა "NBA " ვარსკვლავი კობი ბრაიანტი.როცა მსახიობმა განთქმული კალათბურთელი სალონში შენიშნა, სთხოვა, რომ მასთან ერთად დაელია ღვინო, რაზეც განაწყენებულმა ბრაიანტმა მას შენიშვნა მისცა და გააფრთხილა, რომ ბორტზე მის გარდა ორი შვილი და მეუღლეც იმყოფებოდნენ და შესაბამისად მსახიობს წესრიგისკენ მოუწოდა.
რა თქმა უნდა, ქივანჩს კალათბურთის ვარსკვლავის ეს " სცენა"არ მოეწონა და უკვე გადამთვრალი მის დარწმუნებას შეეცადა, მაგრამ იმავე წყაროზე დაყრდნობით, ყველა მგზავრმა იქვე მსახიობის წინააღმდეგ უკმაყოფილება გამოხატა.
ვარსკვლავის შესახებ იმაზეც ბევრს წერენ თურქულ პრესაში, რომ მსახიობი ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს სვამს სპირტიან სასმელს და ხშირად უგონო მდგომარეობაში იმყოფება.