x
image
მანჩო 777
3 მილიონი დოლარი კომპენსაცია სასამართლოს შეცდომისათვის
ნიუ-იორკის მცხოვრები ჯაბარ კოლინზი სასამართლოს შეცდომის გამო იძულებული გახდა ციხეში 15 წელი გაეტარებინა. ცოტაოდენი ხნის წინ ციხიდან გამოსულმა კოლინზმა სარჩელი შეიტანა სასამართლოს წინააღმდეგ და კომპენსაცია 3 მილიონი დოლარი მიიღო.


image


1994 წელს ჯაბარ კოლინზი, რომელიც ამჟამად 42 წლისაა, დაპატიმრებული იქნა ბრუკლინელი რაბინის გაძარცვის მიზნით მკვლელობის ბრალდებით. კოლინზმა მაშინათვე განუცხადა დეტექტივებს, რომ ის უდანაშაულოა და რომ მკვლელობის დროს ის საკუთარ სახლში იმყოფებოდა. მაგრამ სასამართლოზე გამოვიდა ორი მოწმე, რომლებმაც განაცხადეს, რომ თითქოსდა დაინახეს, თუ როგორ დატოვა კოლონზმა დანაშაულის ადგილი. საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა კოლინზი დამნაშავედ გამოაცხადეს და მას მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს.


მაგრამ ამერიკელი სულით არ დაეცა: ციხეში მოხვედრისთანავე ის ჩაეწერა ბიბლიოთეკაში, სადაც დაიწყო იურისპრუდენციის შეწავლა. კოლინზმა მოითხოვა მისი საქმის ხელახლა განხილვა და რამოდენიმეჯერმე შეიტანა აპელაცია. საბოლოო ჯამში მან მოახერხა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა და ის, რომ მოწმეებს მოსამართლემ აიძულა ცრუ ჩვენებები მიეცათ.


2010 წელს გაიმართა ხელახალი სასამართლო პროცესი, რომელმაც კოლინზი უდანაშაულოდ გამოცხადა და ის ციხიდან გაათავისუფლეს.


ციხიდან გამოსვლისთანავე ყოფილმა პატიმარმა სარჩელი აღძრა ქალაქ ნიუ-იორკის და შტატის ხელისუფლების წინააღმდეგ და მოითხოვა კომპენსაცია ციხეში უსამართლოდ გატარებული წლებისათვის. შტატის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კოლინზთან მშვიდობიანი შეთანხმება დაედო და მას კომპენსაციის სახით 3 მილიონი დოლარი გადაუხადა. აი ქალაქის სასამართლოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და ცნობილი არაა, რა თანხას მიიღებს უსამართლოდ დასჯილი ნიუ-იორკის ხელისუფლებისაგან.


"სამი მილიონი დოლარი-ეს პატარა თანხაა არაა, მაგრამ ძალიან მცირეა იმისათვის, რაც გადაიტანა კოლინზმა მკაცრი რეჟიმის ციხეში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნიუ-იორკს გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოუწევს, "-ამბობს კოლინზს ადვოკატი.


აშშ-ში უკვე ყოფილა შემთხვევები, როცა უსამართლოდ დაპატიმრებულმა ადამიანებმა საკმაოდ დიდი თანხა მიიღეს. 2012 წელს ჩიკაგოს ფედერალურმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ყოფილი პატიმრის სედეუს ხიმენესისათვის გადაეხადათ კომპენსაცია 25 მილიონი დოლარის ოდენობით. სასამართლოს შეცდომის გამო მას მოუწია ნახევარი სიცოცხლის ციხეში გატარებამ.

7
120
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
120
  
2014, 13 ივლისი, 10:26
და რამდენი იქნება ისეთი შემთხვევა, რომ უდანაშაულო ადამიანი მთელ ცხოვრებას ციხეში ატარებს....მკვლელები და ბოროტები კიდევ გარეთ დასეირნობენ:(
2014, 13 ივლისი, 10:25
ნამდვილად..ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ციხეში გაატარა..ფული დაუბრუნებს იმ წლებს?
2014, 13 ივლისი, 10:07
იმათმა იკითხონ ბრალი რომ დასდეს და გაწირეს უდანაშაულო ადამიანი.ბოროტება წინ დახვდებათ.რა ჭკვიანი აღმოჩნდა,ყველაფერი შეისწავლად ა ტავის თავს თავადვე უშველა
2014, 13 ივლისი, 9:46
15 წლისთვის 3 მილიონი ცოტაა, თან მკაცრი რეჟიმის ციხეში.
2014, 12 ივლისი, 9:08
რატომ ცდება ასე ხსირად სასამართლო ნეტავ? ჯერ გამოიძიონ კარგად...შოუშენკი გამახსენდა, ამას რომ ვწერდი
2014, 12 ივლისი, 9:07
რა ხშირი ეგეთი შემტხვევები
0 1 7