საზოგადოება ფოსტალიონი, რომელსაც 384 912 წელი ციხე მიუსაჯეს 2014, 10 ივლისი, 17:38 ძალიან ბოროტ და სასტიკ დამნაშავეებს ამერიკაში შეიძლება მიუსაჯონ დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა, რაც ხანდახან ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ორმაგ და სამმაგ დროს შეადგენს, მაგრამ განაჩენი, რომელიც ერთ ფოსტალიონს გამოუტანეს, ნებისმიერ ადამიანში გაოცებას იწვევს-მას 384 912 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.
მაინც რა ჩაიდინა ასეთი ამ კაცმა, რომ მას თითქმის 400 000 - წლიანი ციხე მიუსაჯეს?
ფოსტალიონის სამუშაო მეტად საპასუხისმგებლოა, რადგან მათ ანდობენ ადამიანები თავის ფიქრებს, აზრებს, იმედებს, სიხარულსა და მწუხარებას. სწორედ ამიტომაა, რომ იმ ფოსტალიონებს, ვინც უდიერად ეპყრობა თავის პროფესიას, ძალიან მკაცრად და სამაგალითოდ სჯიან. მაგალითად, პალმა დე მალიორკის სასამართლო ყოველი მიუტანელი წერილისათის ფოსტალიონს 9 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯის. 22 წლის გაბრიელ მარჩა გრანდოზასათვის ეს ციფრი საბედისწერო გახდა. მან იგნორი გაუკეთა ზუსტად 42 768 წერილს, რომლებიც ვერ მოხვდა ადრესატებთან. სწორედ ამის გამო სასამართლომ მას 384 912 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს არის პატიმრობის ვადა, რომელიც ითვლება რეკორდულად და რომელიც ყველაზე ხანგრძლივი სასჯელია მსოფლიოში. ვაი-ფოსტალიონმა თავისი პატიმრობის ვადის მოხდა დაიწყო 1972 წელს და ის დღესაც ციხეში ზის. 369 10-ს მოსწონს
|