სხვა სკანდალურ ვიდეო კადრებს აქვეყნებს ბრიტანული სოციალური ქსელი ჰოლივუდის ვარსკვლავზე ანჯელინა ჯოლიზე ( + ვიდეო ) 2014, 9 ივლისი, 2:49 ჩაღრმავებული თვალები, ნაიარევი მკლავები და მშფოთვარე სატელეფონო საუბარი - ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი 90 - იან წლებში ნარკოტიკზე დამოკიდებული იყო.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 1990 წელი ყველაზე მუქი და სახიფათო, სიბნელითა და შფოთვით მოცული პერიოდი, ჰეროინზე დამოკიდებული წელი იყო ვარსკვლავისთვის.ამ დროს მსახიობი ნიუ იორკში ცხოვრობდა და დღეში 100 დოლარის ჰეროინს და კოკაინს მოიხმარდა, რასაც დაწვრილებით აღწერს იმ დროის მემატიანე Franklin Meyer . ვიდეოზე ასახულია ანჯელინას საცხოვრებელი ბინა, სადაც ნაგვის ყუთები, მოუწესრიგებელი ყავის მაგიდა და დაბინძურებული იატაკი ჩანს.თავად მსახიობი კი განუწყვეტლივ საუბრობს ტელეფონზე და როგორც ფრანკლინ მეიერი ამბობს, ის მამას - ჯონ ვოიატს ესაუბრება და უხსნის, რომ მხოლოდ მათთვის იღწვის, რათა უკეთესი ცხოვრება, დიდი სახლი და მანქანა ჰყავდეთ. კადრებში და ფოტოებზე მსახიობი ძალიან მტკივნეულად, ჭუჭყიანი ფრჩხილებით და გამხდარი გამოიყურება, რაც ნათლად ადასტურებს მის აქტიურ დამოკიდებულებას ნარკოტიკზე.მეიერის თქმით, ვარსკვლავი ამ დროს ხვდებოდა Billy Bob Thornton, რომელიც შემდეგში მისი მეუღლე გახდა. სავარაუდოდ მსახიობმა ამ კადრების შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მას ნამდვილად არ სჯეროდა, რომ წლების შემდეგ სოციალური ქსელის მსხვერპლი გახდებოდა მისი შავბნელი წარსული. 2011 წელს ანჯელინამ მინიშნებაც კი გააკეთა თავის ბნელ წარსულზე, სადაც მსახიობმა მთელი 60 წუთი ისაუბრა: - " მე გავიარე მძიმე, მუქი ცხოვრება, მაგრამ გადავრჩი. ახალგაზრდა ვიყავი და გავნადგურდი, ასე, რომ ახლა ძალიან გამიმართლა. არსებობენ მსახიობებიც, მხატვრებიც და ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი ბოლომდე დაღუპეს...მე ვფიქრობ, ადამიანი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ყველაზე საშიში ან უარესი... თუმცა ცხოვრება გაძლევს შანსს, რომ ბედნიერად იცხოვრო..."სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება " ოქროს გლობუსი" win for Gia. 508 10-ს მოსწონს
|