საზოგადოება სკოლის ხელმძღვანელი მოსწავლეებს პროსტიტუციისათვის ყიდდა 2014, 9 ივლისი, 0:20 სიემ რიპი(კამბოჯა) - ვაჰა ლონგი ღარიბი ბავშვებისათვის განკუთვნილი სკოლის ხელმძღვანელი იყო კამბოჯაში.იგი რეგულარულად ყიდდა მოსწავლე გოგონებს ინტიმური მომსახურებისათვის. ამჟამად ვაჰა ლონგი დაპატიმრებულია.
ერთიშეხედვით, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა, როგორც ყველა სკოლა კამბოჯაში, აღნიშნული სკოლაც ხის სახურავითა და პალმის ფოთლებით იყო გადახურული და მოსწავლეებს ადგილობრივი და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული მასწავლებლები ამეცადინებდენ.თუმცა ჯანსაღი სკოლის ფასადის მიღმა ამაზრზენი ფაქტები ხდებოდა.
ლონგი და მისი და, რომელიც დანაშაულის მონაწილე იყო, ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.მათი განცხადებით, დამნაშავეები ცხრა მოწმესთან ერთად აიყვანეს.გამოძიების მიხედვით, და-ძმა გოგონებს ექსპლუატაციისთვის ასხვისებდა და თანხას სკოლის ანგარიშზე იღებდა როგორც შემოწირულობას. “ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გოგონები პროსტიტუციისთვის იყვნენ გამოყენებულნი" -განაცხადა პოლიციის წარმოამდგენელმა.
უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში ეწეოდა სკოლის ხელმძღვანელი ამ საზარელ საქმიანობას და რამდენი მსხვერპლი დაგროვდა ამ დროის მანძილზე.პოლიცია ვაჰა ლონგს ერთი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა.
აღსანიშნავია, რომ კამბოჯაში ძალზედ ხშირია მსგავსი შემთხვევები.ერთ-ერთი ბოლო ასეთი ფაქტი ეხებოდა ამერიკელ მისიონერ დანიელ ჯონსონს, რომელმაც ხუთ მოზარდ ბიჭზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. 42 2-ს მოსწონს
|