x
image
კატაპულტი
ქალს 4 წლის გოგონა 2 წლის განმავლობაში ჯაჭვით ჰყავდა დაბმული

ნატანჯი 4 წლის გოგონაშოკისმომგვრელი ფაქტი დაფიქსირდა კამბოჯაში, სადაც ქალი ორი წლის განმავლობაში დღის პერიოდში 7-დან 11-საათამდე და 1-დან 5-საათამდე 4 წლის ნაშვილებ გოგონას სახლში ჯაჭვით დაბმულს ტოვებდა.კამბოჯის პოლიციამ და ადამიანთა და ბავშვთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებმა გოგონა მეტად მძიმე ვითარებაში იპოვეს, მას ჯაჭვი მარცხენა ფეხზე ჰქონდა მობმული და ხის კონსტრუქციაზე იყო მიბმული.ჯაჭვი მეტად მოკლე იყო და ბავშვს ფაქტიურად მოძრაობა შეზღუდული ჰქონდა, თურმე, იგი ხშირად იძულებულიც გამხდარა, რომ წყურვილის მოსაკლავად საკუთარი შარდი დაელია.პოლიციას აღნიშნული ფაქტის შესახებ 60 წლის მეზობელმა მამაკაცმა შეატყობინა, მისი თქმით, იგი გაოცებული იყო, რომ მანამდე იგივე არავინ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ რაც ხდებოდა.

სადისტი კამბოჯელი ქალის განცხადებით, იგი ზრუნავდა მის შვილზე, რომ იგი სახლიდან არ გასულიყო, როდესაც თავად სამსახურში იქნებოდა.

“ბავშვი ხშირად სველდებოდა წვიმაში და მუდმივად ჭუჭყიანდებოდა.შემეშინდა, რომ ჩემი სახლში არყოფნის დროს გოგონა შეიძლება დაკარგულიყო ან დამხრჩვალიყო"– განუცხადა პოლიციას. სოციალური მუშაკების თქმით კი, ქალბატონი ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელია და თავს იმით იმართლებდა, რომ მას უყვარდა ნაშვილები გოგონა, თუმცაარავინ ჰყავდა, ვინც ბავშვს დაიტოვებდა მისი მუშაობის პერიოდში და სწორედ ამიტომ იძულებული შეიქმნა ასეთი მეთოდი გამოეყენებინა.

პოლიციამ ქალბატონს ხელწერილი დაადებინა, რომ მსგავს ქმედებებს აღარ გაიმეორებდა.გოგონას ბიოლოგიურმა დედამ კი ბავშვის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, მისი მოვლისთვის აუცილებელი პირობების უქონლობის მიზეზით.4 წლის გოგონას სხვა ოჯახში გააშვილებენ.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0