საზოგადოება ქალს 4 წლის გოგონა 2 წლის განმავლობაში ჯაჭვით ჰყავდა დაბმული 2014, 7 ივლისი, 23:31
სადისტი კამბოჯელი ქალის განცხადებით, იგი ზრუნავდა მის შვილზე, რომ იგი სახლიდან არ გასულიყო, როდესაც თავად სამსახურში იქნებოდა. “ბავშვი ხშირად სველდებოდა წვიმაში და მუდმივად ჭუჭყიანდებოდა.შემეშინდა, რომ ჩემი სახლში არყოფნის დროს გოგონა შეიძლება დაკარგულიყო ან დამხრჩვალიყო"– განუცხადა პოლიციას. სოციალური მუშაკების თქმით კი, ქალბატონი ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელია და თავს იმით იმართლებდა, რომ მას უყვარდა ნაშვილები გოგონა, თუმცაარავინ ჰყავდა, ვინც ბავშვს დაიტოვებდა მისი მუშაობის პერიოდში და სწორედ ამიტომ იძულებული შეიქმნა ასეთი მეთოდი გამოეყენებინა. პოლიციამ ქალბატონს ხელწერილი დაადებინა, რომ მსგავს ქმედებებს აღარ გაიმეორებდა.გოგონას ბიოლოგიურმა დედამ კი ბავშვის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, მისი მოვლისთვის აუცილებელი პირობების უქონლობის მიზეზით.4 წლის გოგონას სხვა ოჯახში გააშვილებენ. 104 1-ს მოსწონს
|