საბუნებისმეტყველო როგორ მოჰყავთ ვანილი მადაგასკარზე, ანუ ვირტუალური მოგზაურობა ეგზოტიკურ კუნძულზე 2014, 8 ივლისი, 9:49 ალბათ ყველას გიყვართ სურნელოვანი და გემრიელი ტორტები და ნამცხვრები, ღვეზელები და ზოგადად საკონდიტრო ნაწარმი. საქმეში ოდნავ ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ამ გემრიელი ნუგბარის მომზადება ვანილის გარეშე წარმოუდგენელია. მაინც სად და როგორ მოჰყავთ ეს სურნელოვანი სანელებელი. მოდით, ერთად ვესტუმროთ კუნძულ მადაგასკარს და თვალი შევავლოთ ვანილის მოყვანის და მისი გადამუშავების საინტერესო პროცესს.
მაშ ასე, მოვემზადოთ საინტერესო ექსკურსიისათვის ვანილის ხეების პლანტაციაში, რომელიც მადაგასკარზე, მისი დედაქალაქიდან 600 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ვანილის პლანტაციებამდე მისვლა მანქანითაც შეიძლება, მაგრამ ეს საკმაოდ ხანგრძლვი და დამღლელია, ამიტომ უმჯობესია თვითმფრინავით გავემგზავროთ. ეს აეროპორტი ივატუა, მადაგასკარის დედაქალქ ანტანანარივუში. 600- კილომეტრიანი საჰაერო ტრასა უკან მოვიტოვეთ და მანაკარას პაწაწკინტელა აეროპორტში დავეშვით. ახლა უკვე მანქანით ვაგრძლებეთ გზას, კიდევ 60 კილომეტრიც და დანიშნულების ადგილზე ვიქნებით. სამანქანო გზა დამთავრდა, ახლა უკვე ფეხით მოგვიწევს გასეირნება, ირგვლივ ჯუნგლები, ხოლო დაბლობებში ბრინჯის წყლით დატბორილი ყანებია. საშინელი გასავლელია გზის ეს მონაკვეთი..თუმცა გზა სადაა? ირგვლივ მხოლოდ ჭაობი და ტალახია. როგრც იქნა, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე. გზის ორივე მხარეს ვანილის პლანტაციაა გაშენებული. აქ არავინ არ გველის, ამიტომ ირგვლივ სიცარილე და სიჩუმეა. ტელეფონი და სხვა კომუნიკაციის საშუალება აქ არ არსებობს, ამიტომ გარესამყაროსთან კონტაქტი შეუძლებელია. ესეც ჩვენი ოფისი...აბა სხვას რას ელოდით ჯუნგლებში? მუშები ნელ - ნელა იკრიბებიან, აი ისინიც. ეს სამზარეულო-სასადილოა... როგორც წესი, აქ ყოველთვის 12 საათზე სადილობენ. დღეს მენიუშია: მოშუშული მანიოკი, საქონლის ხორცის წვნიანი და ბრინჯი. სადილის შემდეგ ყველანი ვანილის პლანტაციაში მიდიან, აი ისიც. ვანილი ორქიდეების კლასს მიეკუთვნება, ლიანების გაზრდისათვის ის უნდა აყვეს საყრდენ ხეს. გარდა ამისა, ეს ხეები ქმნიან სათბურის ეფექტს და აუცილებელ სინესტეს. ვანილის მოსაყვანად აუცილებელია სამი პირობა: სითბო (საშუალოდ 27 გრადუსი), მაღალი ტენიანობა და სწორი მოვლა. ლიანა საშუალოდ 10-12 წელიწადს ხარობს, ამიტომ პლანტაციებს მუდმივი განახლება ჭირდება. ნაყოფს მცენარე 3 წლიდან ისხამს. აი ვანილის პარკები, რომელთა სიგრძემ 20-22 სანტიმეტრის სიგრძეს უნდა მიაღწიოს. ეს უმაღლესი ხარისხის ვანილია, საჭიროა მხოლოდ მისი დაკრეფა და სწორი გადამუშავება. ვანილის პარკებს კრეფენ მწვანე, ნახევრადმწიფე მდგომარეობაში და იწყებენ მის ხანგრძლივ გადამუშავებას. უპირველეს ყოვლისა პარკები უნდა დამუშავდეს ცხელი წყლით. წყალს აცხელებენ 63 გრადუსამდე და მასში სამი წუთის განმავლობაში აჩერებენ ვანილს. ამოღებისთანავე პარკებს ყრიან ზეწარზე და კარგად ფუთავენ. ასე აჩერებენ ერთი დღე-ღამე. ეს საჭიროა იმისათვის, რომ პარკებმა მომწიფება შეწყვიტოს და დაიწყოს ფერმენტაციის პროცესი. შემდეგ ვანილს აშრობენ მზეზე 10 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ პარკს აყოვნებენ ჩრდილში ერთი თვის მანძილზე. გამოშრობის დროს ვანილი დაახლოებით 7-ჯერ იკლებს წონაში. საბოლოო მომწიფების შემდეგ იწყება მისი დახარისხება და გადარჩევა. ვანილს ახარისხებენ სიგრძის მიხედვით. შემდეგ ვანილის ღეროებს ფუთავენ და სასაქონლო სახეს აძლევენ. აი ისიც მზა სახით. ექსპორტის წინ კიდევ ერთხელ მოწმდება ყველა ყუთი, ხომა არაა მასში უხარისხო და არასტანდარტული ვანილის ღეროები. ამ დროს პროდუქციის 5% კიდევ ერთხელ მიდის წუნში. ვანილი-ძალიან ფაქიზი და დელიკატური სანელებელია. აი ასე გადის ამ ლამაზი ყვავილებიდან მზა ვანილის მიღებამდე 10 თვე. 381 10-ს მოსწონს
|