საზოგადოება "ტელეკომპანია GDS-ის ეთერში პოლიტიკურ თოქ–შოუს ბიძინა ივანიშვილი და ეკა ბერიძე წაიყვანს" 2014, 7 ივლისი, 15:39 "ტელეკომპანია GDS-ის ეთერში პოლიტიკურ თოქ–შოუს, საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ჟურნალისტი ეკა ბერიძე წაიყვანს, "–ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ცნობილი ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. "GDS-ის თანამშრომლებისგან გავიგე, რომ საინტერესო სეზონი იწყება არხზე. პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებით. წარმატებებს ვუსურვებ არხს და ჩემს კოლეგებს. P.S. პოლიტიკურ თოქ–შოუს წაიყვანს თურმე ბიძინა ივანიშვილი, ეკა ბერიძესთან ერთად, "–წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე. ცნობისთვის, ტელეკომპანია GDS-ი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნის. 875 1-ს მოსწონს 2-ს არა |
ჯერ პოლიტიკა ,,დაალაგა" ,,მყისიერად",მერე სამოქალაქო საზოგადოება ,,ააყვავა" და ახლა ტელევიზიას დაამშვენებს:)