საბუნებისმეტყველო ტორის ჭა - კარიბჭე მიწისქვეშეთში 2014, 6 ივლისი, 10:52 ბუნების ეს უნიკალური ქმნილება, რომელიც სავსებით ამართლებს თავის სახელწოდებას, მდებარეობს აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში, ორიგონის მთიან შტატში, პერპენტუეს კონცხზე. ტორის ჭა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა, რომლის სანახავადაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის.
კონცხი მდიდარია ულამაზესი პეიზაჟებით და ხშირი ტყის მასივებით, მაგრამ მისი ყველაზე უნიკალური და გასაოცარი ადგილი ტორის ჭაა.
მოქცევის და ღელვის დროს ჭა თითქოს ძაბრად გადაიქცევა ხოლმე, რომელიც ისრუტავს მის გარშემო ყველაფერს, ამიტომ მასთან მიახლოებაც კი საშიშია. ჭა იცლება ზღვის მიქცევის დროს, მაგრამ ეს მხოლოდ წამები გრძელდება და ახალი ტალღა მას კვლავ და კვლავ ავსებს. ჭის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის არასოდეს არ ივსება ბოლომდე, წყალი უფსკრულის რომელიღაც გვირაბიდან გაედინება, მაგრამ ყველაფერი ეს დიდებულად გამოიყურება, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის მონეტი, როცა ძლიერი ტალღები ჭის კიდეებს აწყდებიან. აი მიქცევის საინტერესო მომენტი, როცა შეგიძლიათ ჭას ოდნავ მიაუხლოვდეთ. მაგრამ ფოტოსურათის გადაღება სასწრაფოდ უნდა მოასწროთ, რადგან ახალი ტალღა უცებ შეიძლება მოვარდეს და თქვენც გაგიტაცოთ უსფსკრულში. ეს კი სანაპიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა-გასაოცრად ლამაზი ზღვის ვარსკვლავაა. 113 13-ს მოსწონს
|