სხვა გახდომისა და ჯანმრთელობის ყველაზე მარტივი და ყველაზე ეფექტური მეთოდი 2014, 5 ივლისი, 15:38
პირველ რიგში სასურველია თუ შევძლებთ და ყოველ დილა - საღამოს ერთ ჩაის ჭიქა ნელ - თბილ წყალში გავხსნით 2 - 3 ჩაის კოვზ სოდას და მივირთმევთ.აღნიშნული პროცედურა დაგეხმარებათ ერთი თვის განმავლობაში წონაშიც დაიკლოთ და ორგანიზმიც გაწმინდოთ ზედმეტი შლაგებისგან. რაც შეეხება საჭმელი სოდის აბაზანებს, ეს ყველაზე მარტივი პროცედურაა.აბაზანაში ჩავასხათ ცხელი წყალი და ჩავაყაროთ 200 გრამი სოდა + ნახევარი კილოგრამი სუფრის მარილი.აბაზანა მოვამზადოთ და შიგ ჩავწვეთ დაახლოებით 20 - 25 წუთი.როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოცემული პროცედურა ეხმარება ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის გამოდევნას და ხელს უწყობს ზაფხულის პერიოდში მოჭარბებულ ოფლიანობას.აბაზანის შემდეგ აუცილებელია თბილად ჩავიცვათ, რადგან სითხის ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესი კვლავ გრძელდება.იმისათვის, რომ გაუწყლოება არ დაგვემართოს, სოდიანი წყალი უნდა მივიღოთ და ეს პროცედურა მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია ორ კვირაში ერთხელ ჩაიტაროს. 4642 8-ს მოსწონს
|