საზოგადოება ლამაზი კულულების მაგივრად მელოტი თავი- ანუ სილამაზეს შეწირული ჯანმრთელობა 2014, 5 ივლისი, 14:58 ბრიტანეთის ქალაქ გეიტსჰედში მცხოვრებმა 38 წლის დიასახლისმა გადაწყვიტა თმები გადაენერგა და საკუთარი თავისათვის დაბადების დღეს საჩუქარი გაეკეთებინა. სამწუხაროდ, მისი იმედები არ გამართლდა-გადანერგვამ ის ლამაზი კულულებით კი არ დაასაჩუქრა, არამედ მელოტი თავით.
38 წლის ალექსი სტენსონი (Alexis Stanton) ორი შვილის დედაა. ის უკმაყოფილო იყო თავისი არცთუ ხშირი თმით და გადაწყვიტა გასალამაზებლად ნაცნობი კოსმეტოლოგისათვის მიემართა. კოსმეტოლოგი მას სიამოვნებით დათანხმდა, ოღონდ ურჩია, ჯერ სპეციალურ საიტზე გადასანერგი თმები შეეძინა. მას შემდეგ, რაც ალექსისმა მოსაწონი კულულები იყიდა, კოსმეტოლოგი მას სახლში ესტუმრა და გადანერგვის პროცესი ორმა ქარაფშუტა ქალმა პირდაპირ სამზარეულო ოთახში დაიწყო. თავდაპირველად კოსმეტოლოგი მარჯვედ ახდენდა თმების მიწებებას კლიენტის თავის კანზე და ალექსისმა ოცნებაში უკვე წარმოიდგინა საკუთარი თავი ხშირი ლოკონებით, მაგრამ პროცედურის დასრულებისას მან თავზე საშინელი დისკომფორტი იგრძნო. "თავდაპირველად მე თავის კანმა დამიწყო ტკივილი, შემდეგ ამ ტკივილმა იმატა და საღამოს უკვე ისეთ დღეში ჩავვარდი, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, -იხსენებს სტენტონი, -მაშინ მე გადავწყვიტე პარიკმახერისათვის მიმეკითხა და მან მითხრა, რომ მე თმები სუპერწებოთი მქონდა მიწებებული". როცა სპეციალისტის შოკისმომგვრელი დასკვნა მოისმინა, ქალი სასწრაფოდ გაეშურა კლინიკაში, მას იქ იგივე გაუმეორეს და უთხრეს, რომ თავზე სუპერწებოთი ჰქონდა თმები მიწებებული. მედიკოსებმა ალექსისს სპეციალური სტეროიდული კრემი გამოუწერეს თავზე წასასმელად და ანთებითი პროცესის შესაჩერებლად, მაგრამ ქალის თავზე წყლულები საშინელი სისწრაფით იზრდებოდა. "წყლულები თანდათან იზრდებოდა და საშინლად მტკივნეული იყო, მერე მათგან სისხლდენა დაიწყო, ამიტომ მე მომიწია მთლიანად გადამეპერსა თავი, -გულისტკივილით ყვება ალექსისი, -ასე რომ, მე მელოტი გავხდი. ვერც კი გავიფიქრებდი, თუ ასეთი რამე დამემართებოდა, რადგან მანამდეც მისარგებლია ამ ქალის მომსახურეობით ხელოვნური ნამზეურის მისაღებად და საგანგაშო არაფერი მომხდარა". გარდა იმისა, რომ მელოტი გახდა, ალექსისს საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა სისხლმდენი და ჩირქოვანი წყლულების მოსაშუშებლად. თავად კოსმეტოლოგი ამბობს, რომ ის პროფესიონალი პარიკმახერი არ არის და ეს სტენტონმა მშვენივრად იცოდა. გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ ალექსისმა გადაამლაშა და არც ისე კატასტროფული მდგომარეობა ჰქონდა, როგორც ამბობს. აღსანიშნავია, რომ მომხდარი ინციდენტით სტაჟიანი სპეციალისტებიც კი ძალზე გაკვირვებული არიან. "არასოდეს არ მსმენია, რომ თმის გადასანერგად ჩვეულებრივი წებო გამოეყენებინათ, -განაცხადა Mirror-თან ინტერვიუში სტილისტმა ჯული ტომპკინსმა, რომელიც ამ სფეროში 14 წელია მუშაობს, -მე ვურჩევდი ყველა ქალს, რომ მხოლოდ პროფესიონალებთან ჩაიტარონ ასეთი პროცედურები." 120 7-ს მოსწონს
|