x
image
მანჩო 777
ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი ცოლთან გაყრას აპირებს
ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი თავის ცოლთან კამილა პარკერ-ბოულზთან განქორწინებას აპირებს. განქორწინების მიზეზად ინგლისური პრესა კამილასა და დედოფალ ელისაბედს შორის კონფლიქტს ასახელებს.


image


მთელი საზღვერგარეთული პრესა აჭრელებულია სენსაციური ახალი ამბით, რომ პრინცი ჩარლზი კამილათან გაყრას აპირებს. პირველად ეს სიახლე სააგენტო Globe-მა ამცნო ფართო საზოგადოებას. მან სააშკარაოზე გამოიტანა ის ფაქტი, რომ განქორწინების მიზეზი კამილასა და დედოფალს შორის დაპირისპირებაა.


არასასიამოვნო საუბრის დროს, რომელიც პრინცესას და დედოფალს შორის ამ ორიოდე დღის წინ გაიმართა, კამილამ თავს ნება მისცა რამოდენიმე უხეში კომენტარი გაეკეთებინა დედოფლის მისამართით. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზუსტი მიზეზები უცნობია, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ კამილა უკმაყოფილოა იმით, რომ მისი ქმარი, 65 წლის პრინცი ჩარლზი, ვერა და ვერ გახდა მეფე. გარდა ამისა, ქვეყანაში ხალხს ახალგაზრდა პრინცი უილიამი და მისი მეუღლე კეიტი გაცილებით უფრო უყვარს, ვიდრე კამილა და ჩარლზი.



მაგრამ ამ წაყენებულ ულტიმატუმებზე დედოფალს თავისი პასუხი აქვს. როგორც ირკვევა, კამილა პარკერი უარს არ ამბობს ხოლმე სასმელზე, რაც საშინლად არ მოსწონს დედოფალს. ასე თუ ისე, უკანასკნელი საუბრის შემდეგ დედოფალი საშინლად იყო განრისხებული და სასწრაფოდ მოსთხოვა პრინც ჩარლზს კამილასთან გაყრა.


შეგახსენებთ, რომ კამილა პარკერ- ბოულზი პრინც ჩარლზის მეუღლე გახდა 2005 წელს. ქორწილამდე წყვილს 30- წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. მათ მხურვალე რომანს ხელი არც პრინცესა დიანაზე დაქორწინებამ შეუშალა. ჩარლზისა და კამილას სიყვარული დიდხანს იყო ბრიტანელების განსჯის საგანი, თუმცა ბოლოს და ბოლოს, საზოგადოება შეეგუა მათი სიყვარულის დაგვირგვინებას, მაგრამ დიანას შემდეგ კამილას შეყვარება ხალხმა ვერ შეძლო.


10
113
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
113
  
2014, 5 ივლისი, 0:22
ისევე როგორც სიდედრ-სიძეობა :D
2014, 5 ივლისი, 0:20
ისე ეს რძალ-დედამთილობა ყველგან ერთნაირია, გინდ სამეფო ოჯახი აიღე და გინდა მუხურის ერთი უბრალო სოფლის ოჯახი:D
2014, 5 ივლისი, 0:19
აბაა, არ გამოუვიდა, ვერ ეღირსა დედოფლობა
2014, 5 ივლისი, 0:17
აჰაჰაჰა :D ჰო ზუსტად :D მაგრამ ის უარესი კუდიანია და ეს აჯობებდა ჭკუით?
2014, 5 ივლისი, 0:13
ეტყობა უცადა , უცადა მაგის სიკვდილს და რომ აღარ დაადგა საშველი, ამოუვიდა ყელში:D
2014, 5 ივლისი, 0:11
ააკრავს დედამთილი შუბლზე :დ
2014, 5 ივლისი, 0:07
ჰოდა ახლა მოსვამენ და ეგ იქნება... 300 მილიონ დოლარს ითხოვს თურმე საკომპენსაციოდ, წეღან მოვუსმინე
2014, 5 ივლისი, 0:06
ღვარძლიანი ქალია,ეხლაც დიანას ლანძღვაშია და სულ მის ავტორიტეტის შელახვას ცდილობ რითაც უფრო მეტად აძულებს ხალხს თავს
2014, 5 ივლისი, 0:00
დიანას მერე ეგ ვის შეუყვარდებოდა, მაგრამ ამ ჩარლზმა რა ნახა მაგ ქალში ვერ გავიგე
2014, 4 ივლისი, 18:28
სუჩკა კამილა :@ ეხლა აღარც დედოფლის სტატუსი ექნება და მოისვენებს.იმ გარდაცვლილ ქალს კი საფლავშიც არ აჩერებს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10