x
image
მანჩო 777
ბიზნესმენმა ასობით კინოს ბილეთი იყიდა იმისათვის, რომ ყოფილ შეყვარებულს შეეტყო მისი სიმდიდრის შესახებ
პეკინელი ბიზნესმენი საყოველთაოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შეიძინა კინოს ასობით ბილეთი ახალგამოსული ფილმის პრემიერაზე: "ტრანსფორმერები: განადგურების ეპოქა".

როგორც გამოირკვა, ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ ყოფილი სატრფოს დასანახად მოეხდინა თავისი სიმდიდრის დემონსტრირება.


image


წინა კვირაში ცნობილი გახდა, რომ იმპულსურმა ბიზნესმენმა, სახელად ვანგმა (Wang), ფილმის პრემიერაზე "ტრანსფორმერები:განადგურების ეპოქა" (Transformers: Age of Extinction) შეიძინა აბსოლუტურად ყველა ბილეთი. შოკირებულმა კინომანებმა ვერც კი მოასწრეს ამ სიახლის გადახარშვა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი ამბავი: ეს შეშლილი ჯენტლმენი ბილეთს ჩუქნიდა ყველას, ვინც კი მის შესახებ გააზიარებდა ინფორმაციას სოციალურ ქსელებში.


შემდგომში გამოირკვა, რომ ბიზნესმენის ეს ხრიკი მიმართული იყო ყოფილი შეყვარებულის ყურადღების მისაპყრობად.


ამის შესახებ თვითონ ვანგმა დაწერა თავის მიკრობლოგზე Weibo. მან აღიარა, რომ 7 წლის წინ გაიცნო გოგონა, მაგრამ მან მალე მიატოვა იმის გამო, რომ ჭაბუკს არ ეყო ფული მის დასაპატიჟებლად კინოში. გარდა იმისა, რომ მკაცრმა გოგონამ მიატოვა ჭაბუკი, ის მალე ნანკინიდან პეკინში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ვანგისაგან შორს ყოფილიყო.


უფულობის გამო მიტოვებულმა ჭაბუკმა საკუთარ თავს პირობა მისცა და დაიფიცა, რომ მდიდარი და წარმატებული ბიზნესმენი გახდებოდა. შვიდი წლის განმავლობაში დაუღალავი შრომით მან შეასრულა თავისი თავისათვის მიცემული პირობა და საკმაოდ შეძლებული ახალგაზრდა კაცი გახდა, მაგრამ ის ვერ ტკბებოდა ფინანსური კეთილდღეობით, გამუდმებით ფიქრობდა რა იმ შეურაცხყოფაზე, რაც გოგონამ მას მიაყენა.

ფანტასტიკური ფილმის პრემიერის წინა დღეებში ვანგმა მოიფიქრა, თუ როგორ უნდა ეჩვენებინა თავისი ყოფილისათვის მისი ახლანდელი სიმდიდრე. მან იყიდა ასობით საპრემიერო ბილეთი და საერთო ჯამში 40 000 დოლარი გადაიხადა იმ იმედით, რომ ხმა გოგონამდე მიაღწევდა და ის ინანებდა თავის საქციელს. ვანგმა ამასთანავე თავის ბლოგზე დაწერა, რომ ეს თანხა მხოლოდ ნახევარია იმისა, რასაც ის ერთ თვეში შოულობს.

"მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ის არ იყო მართალი ჩემთან, "-წერს თავის ბლოგზე ვანგი. მან დაამატა აგრეთვე, რომ სიამოვნებით აჩუქებს ამ ბილეთებს მათ, ვინც სოციალურ ქსელებში თავის გვერდზე გააზიარებს ამ ამბავს, რათა ხმა მივიდეს იმ გოგომდე, ვინც შვიდი წლის წინ ასე ძლიერ ატკინა გული ამაყ, მაგრამ ღარიბ ჭაბუკს.


P.S. ჯერჯერობით ცნობილი არაა, შეიტყო თუ არა ვანგის შესახებ მისმა ყოფილმა შეყვარებულმა.

5
170
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
170
  
2014, 3 ივლისი, 12:11
ეგ მეც გავიფიქრე, სტიმული მიეცა მეტი:)
2014, 3 ივლისი, 12:10
ყოჩაღ რა !
2014, 3 ივლისი, 12:09
შეიძლება,რომ არა ეს იმედგაცრუება, ამხელა წარმატებისთვის ვერც მიეღწია :)
2014, 2 ივლისი, 18:20
ყოჩაღ ამ ბიჭს, როგორი ამაყი და მიზანდასახული ყოფილა
2014, 2 ივლისი, 18:19
ზოგი ჭირი მარგებელიაო
0 1 5