x
image
მანჩო 777
ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ერთდროულად რვა ბავშვი იშვილა სიერა-ლეონეს საბავშვო სახლიდან
მაიკლ და ჰეილი ჯონსებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ერთი ბავშვი ეშვილათ სიერა-ლეონეს ბავშვთა სახლიდან, მაგრამ როცა მათ გაიგეს, რომ შვიდი ძმა და ერთი და უმამოდ დარჩა, ხოლო დედას კი მათი შენახვა არ შეეძლო, ოჯახმა გადაწყვიტა ერთბაშად რვავე ბავშვი ეშვილა.


image


ცოლ-ქმარს უკვე ჰყავდათ ორი ვაჟი, როცა მათ რვა ბავშვის შვილობა გადაწყვიტეს. ახლა მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჰეილი აღიარებს, რომ ერთი წუთით არ აქვს მოცლა: რეცხავს, ალაგებს, ამზადებს სადილებს, მაგრამ ამავე დროს ქალი ამბობს, რომ უსაზღვროდ ბედნიერია და სხვაგვარად ცხოვრება უკვე ვერ წარმოუდგენია.


image



თავიდან ჰეილი ყოყმანობდა...ის ქმართან ერთად ჩავიდა სიერა-ლეონეში, რათა ბავშვთა სახლიდან ერთი ან ორი ბავშვი ეშვილათ, მაგრამ ქმრის დაჟინებულ თხოვნას ის ბოლოს და ბოლოს დათანხმდა და გადაწყვიტა და-ძმები ერთმანეთისაგან არ დაეცილებინა. ახლა ჰეილი ამბობს, რომ ეს სწორედ ეს იყო, რაც მას სრული ბედნიერებისათვის აკლდა.


image


ჰეილიმ ამ ბავშვთა სახლის შესახებ სრულიად შემთხვევით შეიტყო: ის სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად და მისი ერთ-ერთი მოსწავლე სწორედ სიერა-ლეონეში იშვილეს მისმა მომავალმა მშობლებმა. შემდგომში ეს ოჯახურმა წყვილი აფრიკის ამ ღარიბ ქვეყანაში ჩავიდა და საკუთარი სახსრებით გახსნა საბავშვო სახლი. სწორედ ამ სახლის ბინადრები იყვნენ ჰეილის შვილობილები.


image


ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 16 წლისაა, პატარა კი-5-ის. ადგილობრივი ხელისუფლებაც დაეხმარა მრავალშვილიან ოჯახს: მათ აჩუქეს თანხა 10 000$, აგრეთვე ბავშვების ტანსაცმელი, საწოლები და სათამაშოები. ასევე უბრალო ჩვეულებრივი ადამიანები თითქმის ყოველდღე აკითხავენ ჯონსების ოჯახს და ფულით და ნივთებით დახმარებას უწევენ მას.


image


თავიდან ბავშვები გაოცებული იყვნენ ყველაფრით, უპირველეს ყოვლისა დიდი ორსართულიანი სახლით და ეზოში მდებარე აუზით: მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს. ახლა ისინი ნელ-ნელა ეჩვევიან ახლებურ ცხოვრებას და უკვე სკოლაშიც დადიან.


image


ჰეილის კი სამსახურისათვის თავის დანებებამ მოუწია: ოჯახური საქმეების და ბავშვების მოვლის შემდეგ მას ამის დრო ფაქტიურად აღარ დარჩა.

0
59
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0