საზოგადოება მონანიება შუა ბრძოლის დროს, ანუ ერთი ფოტოს ისტორია 2014, 16 მაისი, 17:05 ამ განსაცვიფრებელ ფოტოზე აღბეჭდილია სახელგანთქმული მატადორის ალვარო მუნეროს კარიერის უცაბედი დასასრული. ტორეადორმა შუაგული ბრძოლის დროს შეწყვიტა ბრძოლა და აღარ მოინდომა მისი გაგრძლება. იგი მიხვდა, რომ ცხოველს არ უნდოდა მასთან ბრძოლა და თითქოსდა შენდობას, შეწყალებას თხოვდა მატადორს. ალვარომ არენა დატოვა და ამ დღის შემდეგ კორიდას საბოლოოდ ჩამოშორდა, უფრო მეტიც, ის ცხოველების უფლებების მხურვალე დამცველი გახდა.
მომავალში მუნერო ასე იხსენებდა თავის უკანასკნელ ბრძოლას:"უცებ მე ხარს შევხედე...ის უბრალოდ იდგა და თვალებში მიყურებდა მე, არც კი უცდია ჩემზე თავდასხმა. ეს იყო უცოდველი ცხოველი, ისეთივე, როგორიცაა ბუნების ნებისმიერი ქმნილება დედამიწის ზურგზე. ხარი ისე მიყურებდა, თითქოს მთხოვდა- შემიწყალე, ნუ მომკლავო. მე მივხვდი, რომ ის მე მომმართავდა ისეთივე თხოვნით, როგორითაც ჩვენ მივმართავთ ღმერთს..ხარის თვალები მე მეუბნებოდა:– მე არ მინდა შენთან ბრძოლა... გთხოვ, დამინდე, მე ხომ შენთვის ცუდი არაფერი გამიკეთებიაო. თუ ასე ძალიან გინდა ჩემი მოკვლა, მომკალი, მაგრამ მე არ ვიბრძოლებ შენთან. მე, ამოვიკითხე რა ეს სიტყვები დაჭრილი ხარის თვალებში, თავი დედამიწაზე უკანასკნელ ნაძირალად ვიგრძენი. მე შევწყვიტე ბრძოლა, ამის შემდეგ კორიდას ახლოსაც არ გავკარებივარ, გავხდი ვეგეტარიანელი და აქტიურად ჩავერთე ცხოველების დასაცავ ბრძოლაში". 624 18-ს მოსწონს
|