საზოგადოება ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ერთდროულად რვა ბავშვი იშვილა სიერა-ლეონეს საბავშვო სახლიდან 2014, 30 ივნისი, 14:43 მაიკლ და ჰეილი ჯონსებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ერთი ბავშვი ეშვილათ სიერა-ლეონეს ბავშვთა სახლიდან, მაგრამ როცა მათ გაიგეს, რომ შვიდი ძმა და ერთი და უმამოდ დარჩა, ხოლო დედას კი მათი შენახვა არ შეეძლო, ოჯახმა გადაწყვიტა ერთბაშად რვავე ბავშვი ეშვილა.
![]() ცოლ-ქმარს უკვე ჰყავდათ ორი ვაჟი, როცა მათ რვა ბავშვის შვილობა გადაწყვიტეს. ახლა მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჰეილი აღიარებს, რომ ერთი წუთით არ აქვს მოცლა: რეცხავს, ალაგებს, ამზადებს სადილებს, მაგრამ ამავე დროს ქალი ამბობს, რომ უსაზღვროდ ბედნიერია და სხვაგვარად ცხოვრება უკვე ვერ წარმოუდგენია. ![]() თავიდან ჰეილი ყოყმანობდა...ის ქმართან ერთად ჩავიდა სიერა-ლეონეში, რათა ბავშვთა სახლიდან ერთი ან ორი ბავშვი ეშვილათ, მაგრამ ქმრის დაჟინებულ თხოვნას ის ბოლოს და ბოლოს დათანხმდა და გადაწყვიტა და-ძმები ერთმანეთისაგან არ დაეცილებინა. ახლა ჰეილი ამბობს, რომ ეს სწორედ ეს იყო, რაც მას სრული ბედნიერებისათვის აკლდა. ![]() ჰეილიმ ამ ბავშვთა სახლის შესახებ სრულიად შემთხვევით შეიტყო: ის სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად და მისი ერთ-ერთი მოსწავლე სწორედ სიერა-ლეონეში იშვილეს მისმა მომავალმა მშობლებმა. შემდგომში ეს ოჯახურმა წყვილი აფრიკის ამ ღარიბ ქვეყანაში ჩავიდა და საკუთარი სახსრებით გახსნა საბავშვო სახლი. სწორედ ამ სახლის ბინადრები იყვნენ ჰეილის შვილობილები. ![]() ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 16 წლისაა, პატარა კი-5-ის. ადგილობრივი ხელისუფლებაც დაეხმარა მრავალშვილიან ოჯახს: მათ აჩუქეს თანხა 10 000$, აგრეთვე ბავშვების ტანსაცმელი, საწოლები და სათამაშოები. ასევე უბრალო ჩვეულებრივი ადამიანები თითქმის ყოველდღე აკითხავენ ჯონსების ოჯახს და ფულით და ნივთებით დახმარებას უწევენ მას. ![]() თავიდან ბავშვები გაოცებული იყვნენ ყველაფრით, უპირველეს ყოვლისა დიდი ორსართულიანი სახლით და ეზოში მდებარე აუზით: მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს. ახლა ისინი ნელ-ნელა ეჩვევიან ახლებურ ცხოვრებას და უკვე სკოლაშიც დადიან. ![]() ჰეილის კი სამსახურისათვის თავის დანებებამ მოუწია: ოჯახური საქმეების და ბავშვების მოვლის შემდეგ მას ამის დრო ფაქტიურად აღარ დარჩა. 59 5-ს მოსწონს
|