კინო ფილმები,რომლებსაც ცრემლის გარეშე ვერ უყურებთ 2014, 28 ივნისი, 14:49 1-შერბურული ქოლგები-ქოლგების გამყიდველის ჟენევიევის და ავტომექანიკოსის გი-ს სიყვარულის ისტორია, რომლებიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა..კანის ფესტივალის "ოქროს რტოს" ლაურეატ ფილმს ძნელია ცრემლნარევი თვალებით არ უყუროთ.
2-ჩემი ცხოვრება-ბიზნესმენი ბობ კონსი გებულობს, რომ მალე სიმსივნისგან გარდაიცვლება და ერთადრეთი მიზანი აქვს დარჩენილი:მოყვეს თავის და ოჯახის ისტორია, გადაიღოს ვიდეოფირზე და დაუტოვოს მომავალ შვილს. 3-შინდლერის სია-ერთ ადამიანს შეუძლია ძალიან ბევრი გააკეთოს.სტივენ სპილბერგის ისტორიული დრამა ბიზნესმენზე და ნაცისტური პარტიის წევრზე ოსკარ შინდლერზე, რომელმაც ათასობით პოლონელი ებრაელი გადაარჩინა. 4-მწვანე მილი-საკულტო მისტიური დრამა, რომელიც სტივენ კინგის რომანის მიხედვით იქნა გადაღებული.პატიმარ ჯონი კოფზე, რომლესაც სიკვდილი აქვს მისჯილი."ოსკარის" 4-გზის ნომინანტი და"სატურნის" 3-გზის ლაურეატი ფილმი. 5-წვიმის კაცი-მამამ აუტიზმით დაავადებულ ძმას ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუტოვა.. ჩარლი უკმაყოფილოა, მოიტაცებს ძმა რეიმონდს, რომ ქონება დაიბრუნოს..თუმცა მისი ეგოისტური ჩანაფიქრი რადიკალურად შეიცვლება. 6-ხსოვნის დღიური-სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორია, რომელსაც ხანშიშესული მამაკაცი კითხულობს ძველი უბის წიგნაკიდან მოხუცთა სახლში.. 7-ჰაჩიკო-ყველაზე ერთგული მეგობარი-რეალური ისტორია, სადაც უნივერსიტეტის პროფესორი პარკერ უილსონი ვაგზალზე პოულობს ლეკვს... 8-P.S.-მე შენ მიყვარხარ-მათ ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ, სული სულში ჰქონდათ ჩაქსოვილი ...მაგრამ ბედისწერამ ქალს ქვრივობა არგუნა..გარდაცვლილი ქმარი ცოლს უტოვებს 7 გზავნილს, რომ უფრო ადვილად გადაიტანოს მძიმე დანაკარგი და პლიუს პოსტსკრიპტუმს- "მე შენ მიყვარხარ". 9-იესო ნაზარეთიდან-ქრისტეს ცხოვრებაზე ბევრი ფილმი გადაღებულა, თუმცა ფრანკო ზეფირელის მინი სერიალს ძნელია ემოციების გარეშე უყურო. 10-ჯარისკაცის მამა-კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, როდესაც ადგილზე ჩააღწევს, შვილი ჰოსპიტალში აღარ დახვდება – გამოჯამრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა.გიორგი შვილის კვალს გაყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება.. 426 5-ს მოსწონს |
"შერბურული ქოლგებ"ი მშვენიერია თავის მუსიკით... რაც შეეხება "ჰაჩიკოს", რიჩარდ გირი ჩემი უსაყვარლესი მსახიობია და ეს ფილმიც უემოციოდ ნამდვილად ვერ ვნახე:(