ქანდაკება ჩინელებმა მერლინ მონროს გიგანტური სტატუა ჯართში ჩააბარეს 2014, 27 ივნისი, 7:36 ჩინეთში, გუიგანის საოლქო ცენტრში საკმაოდ შეურაცხმყოფელად მოქცნენ ამერიკის სახეს, კინოდივა მერლინ მონროს სტატუას. რატომ იქნა მოხსნილი და ჯართში ჩაბარებული სტატუა, რომელიც უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, არის სიმაღლეში 8 მეტრი და იწონის 9 ტონას გაუგებარია. ამ ფაქტზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია ოლქის ხელმძღვანელობას. სტატუა 2 წლის განმავლობაში მზადდებეოდა, მასზე მხატვრების მთელი ჯგუფი მუშაობდა, შემდგომ კი 6 თვის განმავლობაში გუიგანის საოლქო ცენტრში იდგა. ახლახან კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ერთ-ერთმა ჯართის მიმღებმა კომპანიამ მონუმენტი მოხსნა და ჯართის სასაფლაოზე გადაიტანა. მერლინის სტატუა გახლდათ ზუსტი ასლი ქმნილებისა "მარად მერლინი", რომელიც სკულპტორმა სიუიარდ ჯონსონმა შექმნა ლეგენდარული კადრის მიხედვით ფილმიდან "მეშვიდე წლის წყურვილი"(The Seven Year Itch-1955წ) აღსანიშნავია, რომ როდესაც ანალოგიური სტატუა დადგეს ჩიკაგოში. იგი ვანდალების შეტევის მუდმივი მსხვერპლი ხდებოდა.ამიტომაც შემდგომ სტატუა პალ -სპრინგსში გადაიტანეს. 72 3-ს მოსწონს
|