ქანდაკება ჩინელებმა მერლინ მონროს გიგანტური სტატუა ჯართში ჩააბარეს 2014, 27 ივნისი, 7:36 ![]() ჩინეთში, გუიგანის საოლქო ცენტრში საკმაოდ შეურაცხმყოფელად მოქცნენ ამერიკის სახეს, კინოდივა მერლინ მონროს სტატუას. რატომ იქნა მოხსნილი და ჯართში ჩაბარებული სტატუა, რომელიც უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, არის სიმაღლეში 8 მეტრი და იწონის 9 ტონას გაუგებარია. ამ ფაქტზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია ოლქის ხელმძღვანელობას. სტატუა 2 წლის განმავლობაში მზადდებეოდა, მასზე მხატვრების მთელი ჯგუფი მუშაობდა, შემდგომ კი 6 თვის განმავლობაში გუიგანის საოლქო ცენტრში იდგა. ![]() ახლახან კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ერთ-ერთმა ჯართის მიმღებმა კომპანიამ მონუმენტი მოხსნა და ჯართის სასაფლაოზე გადაიტანა. ![]() მერლინის სტატუა გახლდათ ზუსტი ასლი ქმნილებისა "მარად მერლინი", რომელიც სკულპტორმა სიუიარდ ჯონსონმა შექმნა ლეგენდარული კადრის მიხედვით ფილმიდან "მეშვიდე წლის წყურვილი"(The Seven Year Itch-1955წ) ![]() აღსანიშნავია, რომ როდესაც ანალოგიური სტატუა დადგეს ჩიკაგოში. იგი ვანდალების შეტევის მუდმივი მსხვერპლი ხდებოდა.ამიტომაც შემდგომ სტატუა პალ -სპრინგსში გადაიტანეს. 72 3-ს მოსწონს
|