![ნამცხვარი "სიგარეტები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201406/2014062622095214014.jpg)
კარგად დარბილებულ კარაქს დავამატოთ არაჟანი, შევურიოთ ძმარში გახსნილი სოდა და ვთქვიფოთ გათეთრებამდე. შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ ცომი გამოვიდეს საშუალო სიმაგრის.
ცომი გავყოთ ოთხ თანატოლ ნაწილად. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი წრის ფორმა. წრე დიამეტრიულად გავყოთ 8 ტოლ სამკუთხედ ნაწილად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენად გულსართი და დავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისკენ.
გამზადებული "სიგარეტები" დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება, ცხელსავე დავაყაროთ შაქრის პუდრა.
გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად:2კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით ისეთნაირად, რომ ქვაბის გადმობრუნებისას ცილა არ გადმოიღვაროს. შევათქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი.
მასალა ცომისათვის:
კარაქი-200გრამი
არაჯანი-1ქილა
სოდა-1ჩაის კოვზი
ძმარი-1სუფრის კოვზი
მასალა გულსართისათვის:
კვერცხი-2კვერცხის ცილა
შაქრის ფხვნილი-1ჩაის ჭიქა
ნიგოზი-1ჩაის ჭიქა
შაქრის პუდრა-ზემოდან მოსაყრელად