x
image
ონოფინტე
ნამცხვარი "სიგარეტები"
imageკარგად დარბილებულ კარაქს დავამატოთ არაჟანი, შევურიოთ ძმარში გახსნილი სოდა და ვთქვიფოთ გათეთრებამდე. შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ ცომი გამოვიდეს საშუალო სიმაგრის.

ცომი გავყოთ ოთხ თანატოლ ნაწილად. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი წრის ფორმა. წრე დიამეტრიულად გავყოთ 8 ტოლ სამკუთხედ ნაწილად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენად გულსართი და დავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისკენ.

გამზადებული "სიგარეტები" დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება, ცხელსავე დავაყაროთ შაქრის პუდრა.

გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად:2კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით ისეთნაირად, რომ ქვაბის გადმობრუნებისას ცილა არ გადმოიღვაროს. შევათქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი.



მასალა ცომისათვის:


კარაქი-200გრამი

არაჯანი-1ქილა

სოდა-1ჩაის კოვზი

ძმარი-1სუფრის კოვზი


მასალა გულსართისათვის:


კვერცხი-2კვერცხის ცილა

შაქრის ფხვნილი-1ჩაის ჭიქა

ნიგოზი-1ჩაის ჭიქა

შაქრის პუდრა-ზემოდან მოსაყრელად

3
182
4-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
182
  
2014, 26 ივნისი, 22:16
კიი, სულ კნაწაკნუწით იჭმება:D
2014, 26 ივნისი, 22:15
მე ხშირად ვაკეთებტქო ვერ გეტყვი მაგრამ მაგარიაა (Y) :D
2014, 26 ივნისი, 22:12
მიყვარს და ხშირად ვაკეთებ, ოღონდ მე ცოტა სხვანაირი რეცეპტი მაქვს:)
0 1 3