x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი ილაი უოლაკი
image

ამერიკელი მსახიობი ილაი უოლაკი, რომელმაც სახელი გაითქვა ისეთი ლეგენდარული ფილმებით, როგორიცაა "კარგი, ცუდი, ბოროტი", "შესანიშნავი შვიდეული" "ნათლიმამა 3" გარდაიცვალა 98 წლის ასაკში იუწყება The New York Times-ის მსახიობის ქალიშვილის ცნობაზე დაყრდნობითსამშაბათს 24 ივნისს.


უოლაკი დაიბადა 1915 წელს ბრუკლინში, დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტი ოსტინში და შემდეგ სწავლობდა სამსახიობო ოსტატობას ნიუ-იორკში.

მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ჯარში, შემდგომ მონაწილეობას იღებდა თეატრალურ დადგმებში, რომელიც ბროდვეიზე იმართებოდა.



1951 წლეს უოლაკს გადეცა პრემია "ტონი" ალვაროს როლისთვის სპექტაკლში "ტატიურებული ვარდი".


მისი დებიუტი კინოში შედგა 1956 წელს ელია კაზანას ფილმში "თოჯინა".image
















მსახიობი ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა.მიუხედავად იმისა, რომ მან თითქმის 60 წელი დაჰყო კინომატოგრაფიაში, არცერთხელ არ იყო ნომინირებული "ოსკარის" პრემიაზე.თუმცა 2010 წელს, მისი დაბადების 95 წლისთავზე ამერიკულმა კინოაკადემიამ მსახიობს გადასცა საპატიო ოსკარი განსაკუთრებული ღვაწლისთვის კინომატოგრაფიაში.


უოლაკის ბოლო ფილმები იყო:"ნიუ-იორკ, მე შენ მიყვარხარ", "მოჩვენება"(2010 წლის) და "უოლ სტრიტი: ფულს არ ძინავს".image

0
65
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0