x
image
მანჩო 777
მასწავლებელი ქალები, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებთან სქესობრივი კავშირისათვის დააპატიმრეს
ყველა პედაგოგი როდია ბრძენი და სერიოზული. ბევრ მათგანს შეუძლია არამარტო ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა ასწავლოს მოსწავლეებს. ხშირია შემთხევევბი, როცა მასწავლებლები რომანს აბამენ ბავშვებთან და სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ამას პედოფილიის სახე აქვს.

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე სიმპათიური მასწავლებელი ქალი, რომლებმაც სასიყვარულო ურთიერთობა გააბეს თავიანთ მოსწავლეებთან. ისინი ყველანი აშშ-იდან არიან, მაგრამ კანონი ყველგან კანონია და ეს ქალბატონები დაპატიმრებული იქნენ მათი უხამსი საქციელის გამო.


image



1.სარა ჯონსი



image


ესაა ისტორია 26 წლის ოჰაიელ მასწავლეებლ ქალზე, რომელმაც ხორცი შეასხა 17 წლის მოზარდის სანუკვარ ოცნებას. მას შემდეგ, რაც ფაქტი გახმაურდა, სარა დააპატიმრეს, თუმცა პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ის ქმარს გაცილდა და ამ მოსწავლესთან დაიწყო ცხოვრება. სარა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ტელეშოუც კი მიჰყავს რომელიღაც არხზე. რას ვიზამთ, ეს ამერიკაა!




2.ჰოუპ ჯეიკობი


image


ჯეიკობი დაპატიმრებული იქნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მას სექსუალური კავშირი ჰქონდა თავის 14-17 წლის რამოდენიმე მოსწავლესთან. დამამტკიცებელ საბუთად იქცა ერთ-ერთი მოზარდის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტო. 23 წლის ჰოუპი ფიზკულტურის მასწავლებელი იყო ქალაქ ტასტინის სკოლაში. ის დააპატიმრეს, მაგრამ გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.



3. ლინდსეი მასარო


image


26 წლის ლინდსეი სასექსის ოლქში მე-8 კლასის მასწავლებელი იყო. მას ბრალი დასდეს, რომ სექსუალური კავშირი ჰქონდა თავის 15 წლის მოსწავლესთან საკუთარ მანქანაში. საჩივარი ბიჭის მამამ შეიტანა მას შემდეგ, რაც მისთვის ეს ფაქტი ცნობილი გახდა. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა (!), მაგრამ როგორც ამბობენ, მალე განთავისუფლდება პირობით.


4.ლიზა გლაიდი


image


ლიზა გლაიდს მიესაჯა 5 წელი პირობით და აქედან ერთი წელი ციხეში გაატარა. ის დაადანაშაულეს 17 წლის მოზარდთან არაერთგზის სქესობრივ კავშირში. სასამართლოზე ყმაწვილმა განაცხადა:"ურთიერთობის ინიციატორი მე ვიყავი, ლიზა კი არა. მე პატარა ბიჭი სულაც არა ვარ და არც გლაიდია სექსუალური მტაცებელი".



5.კერი მაკენდლესი


image


კერი მაკენდლესი ჩელიდინგის მასწავლებელი იყო კოლორადოს შტატის ერთ-ერთ სკოლაში. მას ბრალი დასდეს 17 წლის ყმაწვილთან კონტაქტში, რომელიც მისი მოსწავლე იყო. შემთხვევა მოხდა ღამისთევით მოწყობილი ლაშქრობის დროს, როცა კერიმ ბავშვებს სპირტიანი სასმელების მიღების უფლებაც მისცა. მას მისცეს პირობით 5 წელი, აქედან 2 თვე ციხეში გაატარა.



6.ემი მაკელჰენი


image


25 წლის ესპანურის მასწავლებელი და ტეხასის შტატის სილამაზის კონკურსის ყოფილი გამარჯვებული ემი მაკლეჰენი გაასამართლეს 18 წლის სტუდენტთან სექსუალური კავშირის გამო. ტეხასის შტატში 18 წელი სექსისთვის მიღებულ ასაკად ითვლება, მაგრამ კანონი მასწავლებლებს უკრძალავს სქესობრივ კავშირს მოსწავლეებთან, რამდენი წლისაც არ უნდა იყვნენ ისინი. ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ ის გაამართლა, მით უმეტეს, რომ მტკიცებულებანი არასაკმარისი იყო, მაგრამ ემიმ დაკარგა სამსახური და მას სამუდამოდ აეკრძალა მასწავლებლად მუშაობა.


7. მიშელ პრესტონი


image


27 წლის მიშელ პრესტონი გეოგრაფიის და ფსიქოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა უმაღლეს სკოლაში. მას ბრალი დასდეს სკოლის სამ მოსწავლესთან კავშირში, რომელთა ასაკი 14-17 წელი იყო. მტკიცებულებების სახით მოყვანილი იყო შიშველი მიშელ პრესტონის სურათები.



8. პამელა როჯერს ტერნერი


image


პამელა როჯერს ტერნერი -ერთ პატარა ქალაქში ფიზკულტურის მასწავლებელი და კინოვარსკვლავის გარეგნობის ყოფილი კალათბურთელი შემჩნეულ იქნა სქესობრივ კავშირში 13 წლის მოსწავლესთან. შემთხვევა სპორტულ დარბაზში მოხდა. პამელას 8 წელი მიუსაჯეს, მაგრამ აქედან მხოლოდ 1 წელი მოიხადა ციხეში.

ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ვერ შეძლო მან თავისი 13 წლის საყვარლის დავიწყება. ის აგრძელებდა კონტაქტს ყმაწვილთან, უგზავნიდა რა მას სატელეფონო გზავნილებს და სექსუალური შინაარსის ფოტოსურათებს.

პამელა ისევ დააპატიმრეს და 7 წელი მიუსაჯეს. სასამართლოზე მან განაცხადა:"მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოვსწორდე", მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ ისევ განაახლა ბიჭისათვის ციხიდან მესიჯების და ფოტოების გაგზავნა.


9. ემი ნორტკატი


image


სურათზე ემი ნორტკატი გადაღებულია თავის ქმართან ერთად. ისინი დააპატიმრეს სატელეფონო ტესტური შეტყობინების საფუძველზე, რომელიც გაუგზავნეს 16 წლის მოსწავლე გოგონას. ამ გოგონასთან ისინი აპირებდნენ ჯგუფური სექსის ორგანიზებას.



10. დებრა ლაფეივი


image


ფლორიდელი მასწავლებელი ქალი დებრა ლაფეივი დააპატიმრეს 2006 წელს თავის 14 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირის გამო, რომელიც მას ჰქონდა თავისი მანქანის უკანა სავარძელზე, ხოლო საჭეს დებრას ძმა მართავდა.

ლაფეივს მიუსაჯეს 3 წელი შინაპატიმრობა. ბევრი კითხვა გაჩნდა იმის შესახებ, ეს ფაქტი რომ მასწავლებელ მამაკაცსა და 14 წლის მოსწავლე გოგონას შორის მოხდარიყო, მაშინ ასე მსუბუქი დასჯით თუ შემოიფარგლებოდა მართლმსაჯულება.


11.ჰიზერ დოგჰდრილი


image


28 წლის მასწავლებელ ქალს ჰიზერ დოგჰდრილს სექსი ჰქონდა 13 წლის ბიჭუნასთან მას შემდეგ, რაც ისინი ზაფხულის ბანაკში შეხვდნე ნ ერთმანეთს. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთხელ ჰიზერმა ბიჭი სკოლიდან მშობლების გაუფრთხილებლად წამოიყვანა და მშობლებმა ბავშვს ძებნა დაუწყეს. ნაპოვნი იქნა აგრეთვე უხამსი ტესტური შეტყობინებები, რომელსაც ქალი ბიჭს უგზავნიდა. ის დააპატიმრეს და ბრალი დასდეს გაუპატიურებაში, მოზარდის მოტაცებაში, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში და ძალადობაში. ჰიზერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

6
1166
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1166
  
2014, 4 ივლისი, 20:19
კი მაგრამ ეგ განსაკუთრებით
2014, 4 ივლისი, 14:36
პრინციპში ყველა სიმპათიურია
2014, 4 ივლისი, 13:20
მეშვიდე რა ლამაზია
2014, 30 ივნისი, 18:47
კი ვიცი რომ გახშირდა
2014, 30 ივნისი, 18:25
მაგრამ სამწუხაროდ გახშირდა ეს შემთხვევბი
2014, 30 ივნისი, 18:24
ამაზრზენია ეს ამბავი
0 1 6