ფოტოგრაფია სითხისაგან შექმნილი გასაოცარი ყვავილები - ჯეკ ლონგის (jack long) ორიგინალური ფოტოგრაფია 2014, 23 ივნისი, 14:27 ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ნატურმორტია ეგზოტიკური მცენარეებისა, მაგრამ აშკარად ცდებით, ეს ამერიკელი ფოტოგრაფის ჯეკ ლონგის (jack long) მიერ გადაღებული ფოტოა. თავის უკანასკნელ ფოტოსესიაში ფოტოგრაფი ჯეკ ლონგი ქმნის ყვავილების ქოთნებს, ლარნაკებს, თაიგულებს სპეციალური აკრილის საღებავებით შეღებილი სითხის საშუალებით. გასაოცრად არაჩვეულებრივი და ცოცხალი ფოტოგრაფიები გვაოცებენ და გვხიბლავენ თავისი რეალურობით. თავად ფოტოგრაფის განცხადებით, ეს ეფექტი ხდება მკვეთრად კოორდინირებული ერთადერთი გადაღების საშუალებით და რაც მთავარია, არავითარი ფოტოშოპი. გადაღების ტექნოლოგია და სითხის აშხეფების წარმოქმნა უნიკალურია. თუ როგორ ახერხებს ამას ფოტოგრაფი, ეს მისი პროფესიული საიდუმლოა. თითოეული კომპოზიციის შექმნაზე ავტორს არაერთი თვე ეხარჯება. გთავაზობთ ჯეკ ლონგის უჩვეულო ფოტოსესიას, რათა საკუთარი თვალით დარწმუნდეთ, რომ ადამიანის ნიჭსა და ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. 70 8-ს მოსწონს
|