x
image
მანჩო 777
23 წლის ვიდეობლოგერმა YouTube - ზე 4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა
პოპულარულმა შვედმა გეიმერმა და ვიდეობლოგერმა ფელიქს ჩელბერგმა თავის ვიდეორგოლებზე დადებული რეკლამებით გასულ წელს 4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა-აცხადებს გაზეთი The Wall Street Journa. YouTube -ის არხი სახელწოდებით PewDiePie ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და გააჩნია ყველაზე მეტი გამომწერი YouTube-ის სხვა არხებთან შედარებით.


image



ჩელბერგი შემოსავალს ღებულობს YouTube–თან დადებული ხელშეკრულების თანახმად, რომლის მიხედვით მისი ვიდეორგოლების დაწყების წინ გადის რეკლამა.


ჩელბერგის ყველაზე პოპულარულმა ვიდეორგოლმა A Funny Montage, რომელიც 2013 წლის 4 ივნისს დაიდო საიტზე, 51 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

ფელიქსმა თავისი არხი 2009 წელს შექმნა. მან ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა და 2012 წელს უკვე მილიონამდე გამომწერი ჰყავდა. ხოლო მომდევნო წელს მათი რაოდენობა კოლოსალურად გაიზარდა.


2012 წელს ჩელბერგს მიაკუთვნეს ტიტული "ქსელური თამაშების მეფე (Gaming King of the Web). მომდევნო წელს გამართულ კენჭისყრაში მან კვლავ გაიმარჯვა და მთელი გამომუშავებული თანხა ველური ბუნების დაცვის ფონდში გადარიცხა.

2013 წლის აგვისტოში ფელიქსის საიტს უკვე 15 მილიონი გამომწერი ჰყავდა და ამით ის შევიდა გინესის წიგნში, გადაასწრო რა ამერიკულ დუეტს Smosh-ს.

ჩელბერგის არხი YouTube-ზე წარმოადგენს სხვადასხვა ვიდეოთამაშების გაკვეთილებს, რომელსაც ადევს მისი ხმა და ჩაწერილია ჩელბერგის ვიდეოკამერიდან.


image


ჩელბერგი თავოს არხზე ტვირთავს აგრეთვე ყოველკვირეულ ვიდეობლოგებს, მაგალითად Fridays With PewDiePie-ს, სადაც აღწერს თავის მოგზაურობას სხვადასხვა ქალაქებში.


თავად ჩელბერგმა განაცხადა რომ მან შეძლო და დაამსხვრია კედელი მაყურებელსა და ეკრანს შორის. ის ცდილობს შექმნას შეგრძნება, რომ მაყურებელი მასთან ერთად მოგზაურობს და ნახულობს ყველაფერს.


ახლახან 23 წლის შვედმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უმსხვილეს მულტიმედიურ კომპანიასთან Maker Studios, რომლის დამფუძნებლებია გაზეთი Time და მსახიობი რობერტ-დაუნი უმცროსი.


"როცა მე შევქმენი ჩემი არხი YouTube-ზე, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ის ასე პოპულარული გახდებოდა და ყველაზე მეტი გამომწერები ეყოლებოდა. მიხარია, რომ მე ეს შევძელი", -განაცხადა 23 წლის ფელიქს ჩელბერგმა.

1
67
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
67
  
2014, 22 ივნისი, 9:07
ყოჩაღ. ვაფასებ ასეთ ადამიანებს, კარგად გათვალა ყველაფერი ეტყობა, თან ბევრს მუშაობს ალბათ.
0 1 1