x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო დრამ სოლო
დრამერი წარმოადგენს ჯგუფის ღერძს და მამოძრავებელ დინამოს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველთვის ჩრდილში ექცევიან სოლისტის თუ გიტარისტის ფონზე....თუმცა არიან უდიდესი დრამერები, რომელთა ვირტუოზული შესრულება აღაფრთოვანებს მილიონობით თაყვანისმცემელს.


გთავაზობთ 10 ყველა დროის საუკეთესო როკ დრამ სოლოს(

10 Of The Best Drum Solos Of All Time)

image
























10-St. Anger - Metallica-თვითონ ჯგუფს ამ სიმღერაზე ბევრად საინტერსო ნამუშევრები აქვს, თუმცა ლარს ურლიხის ფანტასტიური საშემსრულებლო ოსტატობა ვფიქრობ ყველაზე მძლავრად ამ სიმღერაშია გამოხატული.

9-Hot for Teacher - Van Halen-ალექს ვან ჰალენის შესანიშნავი დრამ სოლო სიმღერას სრულაიდ ავსებს და არანჟირების მხრივ წამყვანი პოზიცია უჭირავს

8-Rainbow - Kill the King-აწ გარდაცვლილი კოზი პაუელის ფანტასტიური შესრულება ორ ბას ბარაბანზე, ტაქტის სწრაფი ცვლით 1/32 იდან 1/64-ზე.

7-Cream – Toad-ჯინჯერ ბეიკერმა ჯერ კიდევ 1967 წელს დაამტკიცა, რომ დრამს შეუძლია წამყვანი როლი იკისროს.

6-Emerson, Lake &Palmer – Karn Evil 9-ამ ეპიკურ ნაწარმოებში კლავიშებთან ერთად კარლ პალმალის შესანიშნავ შესრულებას წამყვანი როლი აკისრია.

5-Deep Purple-Burn-იან პეისის გენიალობა, სწორედ ამ სიმღერაშია გამოხატული.

4-Rush - Tom Sawyer-ნილ პირლის შესრულება საოცრად ორიგინალური და თვითმყოფადია, იგი არ ჰგავს სხვა დრამერებს.

3-Avenged Sevenfold - Beast And The Harlot-ახალგაზრდა ერინ ელაჰაი ნამდვილად ნიჭიერია და ორიგინალური..კომპოზიციაში ტაქტს და რიტმს რამდენჯერმე ვირტუოზულად ცვლის რაც დინამიურობის შენელება მომატების შესანიშნავ ეფექტს ქმნის.

2-The Who - My Generation-კეიტ მუნის შესანიშნავი შესრულება დრამზე უკვდავია და თანაც პირველმა დაამტკიცა ჯერ კიდევ შორეულ 60 წლებში, რომ დრამერი შეიძლება ვარსკვლავი გახდეს და ისე კაშკაშებდეს როგორც ჯგუფის სხვა წევრები.


1-Led zeppelin moby dick-ჯონ ბონემის საშემსრულებლო მანერა განუმეორებელია, მისი გარდაცვალებიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა დღესაც იგი რჩება დრამის უგვირგვინო მეფედ.

3
91
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
91
  
2014, 22 ივნისი, 17:34
არაფერი მეგობარო.
ჩემი შეხედულება სხვაა ადგილების გადანაწილებასთან.
რახან ასე გაანაწილე ტოპ 10, ესეიგი შენი თვალთახედვიდან ეგრე ჩანს, დრამერის პლიუსები რომ დაინახო მისი ჯგუფი კარგად უნდა იცოდე. მე სამწუხაროდ აქ ჩამოთვლილებიდან არ ვიცნობ კარგად ყველას. ამიტომ გამოვთქვი ჩემი სუბიექტური აზრი. შენი ხედვა უფრო ობიექტულია ალბათ :)
2014, 22 ივნისი, 15:39
სხვებმა რა დაგიშავეს?
2014, 21 ივნისი, 23:03
მხოლოდ ერთში გეთანხმები , პირველ ადგილში :)
0 1 3