ფოტოგრაფია ვარსკვლავთცვენა 2014, 20 ივნისი, 23:27 ამბობენ, როცა ვარსკვლავი ვარდება, სურვილი უნდა ჩაიფიქრო და აუცილებლად აგისრულდებაო. ეს იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა და მოასწარი ჩაფიქრება. ვარსკვლავის ჩამოვარდნა არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს მისთვის თვალის შევლებას და მით უმეტეს, ფოტოფირზე დაფიქსირებას.
![]() აი ავსტრალიელი ფოტოგრაფი ლინკოლნ ჰარისონი კი უამრავჯერ გამხდარა ვარსკვლავთცვენის მომსწრე. ![]() ჰარისონს ხანდახან საათობით უხდება ჯდომა და ლოდინი ფოტოაპარატით მომარჯვებულს, რათა დაიჭიროს ყველაზე წარმატებული და ულამაზესი კადრი. ![]() იგი თქვენც გაძლევთ საშუალებას დატკბეთ ამ იშვიათი სილამაზით. ![]() გთვაზობთ მის მიერ გადაღებულ უნიკალურ სურათებს. უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება ბევრ თქვენგანს დაებადოს აზრი, თითქოს ეს ფოტოშოპია, მაგრამ გარწმუნებთ, აქ არავითარ ეშმაკობას ადგილი არა აქვს, ეს ულამაზესი ფოტოსურათები მხოლოდ ფოტოგრაფის ხანგრძლივი შრომის, მოთმინების და პროფესიონალიზმის დამსახურებაა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 541 13-ს მოსწონს
|