სხვა ჟანა ფრისკე უკეთესადაა და მალე მშობლიურ რუსეთს დაუბრუნდება 2014, 20 ივნისი, 15:30 ჟანა ფრისკე ივნისის ბოლოს ამერიკას დატოვებს და მშობლიურ რუსეთს დაუბრუნდება. ამ სასიხარულო ინფორმაციას შემსრულებლის მამა ავრცელებს. მისი თქმით მისი ქალიშვილის მდგომარეობა ბევრად უკეთესია და მკურნალობის კურსი უკვე რუსეთში გაგრძელდება. ბოლო ხნის განმავლობაში ათ კილოგრამამდე დაიკლო, საავადმყოფოსაც თავი დააღწია და უკვე სიარულიც შეუძლია . ჟანა კითხვითაა გატაცებული და მხოლოდ აუდიო წიგნებს უსმენს , რადგან ავადმყოფობის გამო მხედველობასთან პრობლემები აქვს. ჟანა ფრისკეს ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მაშინ მან ბავშვის გამო ქიმიოთერაპიაზე სასტიკი უარი გააცხადა. მშობიარობის შემდეგ კი მისი მდგომარეობა ძალიან გართულდა. ამერიკელმა ექიმებმა ოჯახს ურჩიეს ქიმიოთერაპიაზე უარი ეთქვათ და ექსპერიმენტულ მეთოდს მიმართეს. პაციენტის ორგანიზმში რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალურად თავის ტვინის კიბოს სამკურნალოდ შექმნილი ნანო ვაქცინა შეჰყავდათ. მკურნალობის კურსი შედეგიანი აღმოჩნდა. მეოთხე სტადიის სიმსივნემ თანდათანობით უკან დაიხია. თუმცა ერთ დროს ულამაზესი ქალის ცნობა თითქმის შეუძლებელი გახდა. 254 8-ს მოსწონს
|