საზოგადოება კალიფორნიელი ბანდიტი შტატის სექს-სიმბოლო და ქალთა გულთამპყრობელი გახდა 2014, 20 ივნისი, 15:24 აშშ-ში კურიოზული შედეგით დამთავრდა პოილიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიაღებული ბანდიტის აყვანის შესახებ. ცისფერთვალება ბანდიტის გარეგნობა ისე მოეწონათ ქალებს, რომ მათ დამნაშავის სურათზე უამრავი კომენტარი დატოვეს კომპლიმენტის სახით და ვირტუალურად დაიწყეს ფლირტი მასთან.
ქალების გულთამპყრობელი გახდა 30 წლის ჯერემი მიქსი, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ სტოკტონის პოლიციამ დააპატიმრა. მას ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვაში და შეიარაღებულ ძარცვაში. თუმცა ინტერნეტის მომხმარებელ ქალებს, როგორც მიქსის ფოტოზე დატოვებული კომენტარებიდან ჩანს, ნაკლებად აღელვებთ მისი დანაშაულებრივი ქმედება. ისინი აღტაცებული არიან ჯერემის გარეგნობით და მას მსოფლიოში ყველაზე სიმპათიურ ბრალდებულად თვლიან. ![]() "ცოტაოდენი მაინც მომიჭერით ამ ყმაწვილიდან. საცოდაობაა მისი ციხეში ჯდომა", -წერს ერთ-ერთი გოგონა. "ის ჩემი ოცნების მამაკაცია...არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა ჩაიდინა, "-კვერს უკრავს მეორე. "ის ჩემი ქმარი გახდება, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის", -არ თმობს პოზიციებს მესამე ქალბატონი. ერთი თაყვანისმცემელი გოგონა კი თანახმაა ჯერემის გამო ციხეშიც კი ჩაჯდეს: "მითხარით, რომელ ციხეშია ის. დანაშაულს ჩავიდენ და მეც მაგ ციხეში ჩამსვით", -იხვეწება სიყვარულით გულდამწვარი ქალიშვილი. ერთ-ერთი გოგონა გაცილებით შორს წავიდა და მზადაა ამ ლამაზმანის ხელით სიკვდილზეც კი დათანხმდეს: "იყავი ჩემი მკვლელი", - მხურვალედ თხოვს გოგონა ჯერემის. "ღმერთო ჩემო, რა მშვენიერი მამაკაცია, მას შეუძლია გაძარცვოს ჩემი სახლი და გამაუპატიუროს, როცა კი მოესურვება, "-წერს კიდევ ერთი "ნებაყოფლობითი" მსხვერპლი. ბევრი თაყვანისმცემელი ქალი დარწმუნებულია, რომ ჯერემი მისი ქმარი გახდება. კომენტარებს შორის არის ჩანაწერები არამარტო ინგლისურ, არამედ ფრანგულ და გერმანულ ენებზეც. ეს ნიშნავს, რომ ჯერემი მიქსის პოპულარობა გასცდა არამარტო კალიფორნიის შტატის, არამედ აშშ-ის საზღვრებსაც კი. ![]() "ჯერემისთან ერთად კიდევ დაპატიმრებული იქნა ბანდის სამი წევრი, მაგრამ მათ ფოტოებზე მსგავსი კომენტარები დაფიქსირებული არ ყოფილა. თაყვანისმცემლები მხოლოდ რამოდენიმე "ლაიქით" შემოიფარგლნენ, "-წერს The New York Daily News. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ქალების კერპი გაცილებით უფრო სასტიკი დამნაშავე გამხდარა, ვიდრე ჯერემი მიქსია. მაგალითად, ცოტაოდენი ხნის წინ ბელგიაში გასამართლებულმა სერიულმა მკვლელმა - "შარლუერმა მონსტრმა"-როგორც მას უწოდეს, რამოდენიმე გოგონასაგან მიიღო წერილი. "გამარჯობა, მე 15 წლის გოგონა ვარ. ვცხოვრობ ლა-როშ-ანდერში. მე ყოველთვის მოხიბლული ვიყავი თქვენით. თქვენ ხომ ასეთი ცნობილი ადამიანი ხართ. არ ისურვებდით ჩემთან ურთიერთობას? მე შემიძლია თქვენ ჩემი ფოტო გამოგიგზავნოთ. დიდ იმედს ვამყარებ, რომ ჩემთან მეგობრობას მოისურვებთ", -აი რას წერს ერთ-ერთი მათგანი. 87 8-ს მოსწონს
|