სხვა მსოფლიო ჩემპიონატზე ბარბადოსელმა " ფსონი" დადო და სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი კომენტარებით გაავსო 2014, 20 ივნისი, 13:25 ბარბადოსელი მომღერლისა და პოპმუსიკის ვარსკვლავის რიანას გუშინდელი სოციალური ქსელი "Twitter " არაერთი სადიდებელი თუ სალანძღავი კომენტარებით გადაჭრელდა. როგორც მისი თვითერის გვერდიდან ირკვევა, მომღერალსაც საკუთარი ფავორიტი გუნდი ჰყოლია მსოფლიო ჩემპიონატზე და ამიტომაც მან გადაწყვიტა 90 წუთიანი პერფორმანსი მოეწყო სოციალურ ქსელში.ის აქტიურად უყურებდა გუშინდელი ინგლისისა და ურუგვაის მატჩს და ადგილობრივი კომენტატორი ფილ ლევინი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ქალაქს ახალი კომენტატორი ჰყავს რიანას სახით და რომ ის " ცუდი გოგოა - she’s a bad gal".ბარბადოსელმა ფსონიც კი დადო გუშინდელ მატჩზე და თანხა მხოლოდ 2 ცენტს შეადგენდა.მის კომენტარებში ვკითხულობთ: - " ურუგვაის თავდაცვას დიდ პატივს არ ვცემ. ან კიდევ: ადამიანებმა იმაზე მეტი იციან სამხრეთ ამერიკის ამ გუნდზე ( მას მხედველობაში ჰყავდა ურუგვაი), ვიდრე თავად მოთამაშეებმა. სუარესი დღევანდელ მატჩზე საუკეთესო იყო".
ეს ბოლო კომენტარი მომღერალმა მეორე გოლის შემდეგ გააკეთა.
როგორც წყარო წერს, გაუგებარია ბარბადოსელის ასეთი დამოკიდებულება მსოფლიო ჩემპიონატის მიმართ.
მან კომენტარი გააკეთა რუნის შესახებაც, თუმცა უცნობია, თავად უეინ რუნიმ კომენტარითვე უპასუხა თუ არა პოპვარსკვლავს.
მან ჰოლანდია - ავსტრალიის ( 3 : 2 ) ცხელი და დაძაბული მატჩის ყურებაც მოახერხა და თავისებურად შეეხმიანა ამ მატჩსაც. რაც შეეხება ბარბადოსელის სათაყვანებელ გუნდს, ის თავის ფავორიტად პორტუგალიის ნაკრებს თვლის და მადრიდის 'რეალის" ბომბარდირს და პორტუგალიელს თავის "her baby" - დ მოიხსენიებს, თუმცა არც გერმანიის ნაკრებს ტოვებს უყურადღებოდ და მეორე ფავორიტ გუნდად სწორედ გერმანიას ასახელებს. 95 8-ს მოსწონს 1-ს არა
|