საზოგადოება ფიტნესის ინსტრუქტორ ქალს სილიკონის მკერდი აუფეთქდა 2014, 19 ივნისი, 21:35 51 წლის ფიტნესის ინსტრუქტორი კიმ ბროკჰარსტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი სიამაყე-შთამბეჭდავი ზომების სილიკონის მკერდი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას შეუქმნიდა.
მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ფიტნესის ინსტუქტორი კიმ ბროკჰარსტი (Kim Brockhurst) ოცნებობდა, რომ მისი მკერდი უფრო დიდი ზომის ყოფილიყო. დროთა განმავლობაში ქალი მიხვდა, რომ არავითარ მასაჟებს, დიეტებს და ვარჯიშს არ შეეძლო მისი მკერდის გაზრდა ერთი ზომითაც კი, ამიტომ გადაწყვიტა უკანასკნელი საშუალებისათვის-პლასტიკური ქირურგიისათვის მიემართა. დააგროვა თუ არა 4000 ფუნტი სტერლინგი, ქალი მაშინათვე გაემართა პლასტიკურ ქირურგთან და თხოვა დახმარება, რომ მისი მინიატურული მკერდი 2 ზომით გაედიდებინა. როგორც ჩანს, ქირურგი ან გამოუცდელი იყო, ან ზედმეტი მოუვიდა და ოპერაციის შემდეგ კიმი ორი უზარმაზარი ბურთის მფლობელი გახდა. "მე მართლაც პატარა ბრტყელი მკერდი მქონდა და მინდოდა ის ოდნავ გამეზარდა, სწორედ ამიტომ მივმართე პლასტიკურ ქირურგს, მაგრამ ნარკოზის შემდეგ როგორც კი გამოვფხიზლდი, ვიგრძენი, რომ უზარმაზარი მძიმე მკერდის მფლობელი გავხდი, ეს იყო გაცილებით დიდი იმაზე, რაც მე ვითხოვე"-, ამბობს კიმი. იმპლანტანტების ჩასმის შემდეგ კიმი ცდილობდა სხეულის "ახალ წევრს" შეგუებოდა, მაგრამ ყოველთვის დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნებები ჰქონდა მკერდში, ხოლო ოპერაციიდან რამოდენიმე თვის შემდეგ მკერდმა ფორმის შეცვლა დაიწყო. "ეს იყო საშინელი პერიოდი, მკერდი ყოველდღიურად კარგავდა ფორმას და მე დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ სავარჯიშო დარბაზის სტუმრებს ეს არ შეემჩნიათ. შემდეგ კი ჩემი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა", -ყვება კიმი. კიმი კოშმარს უწოდებს იმპლანტანტის გახეთქვას და სილიკონის მასის ჩაღვრას სარძევე ჯირკვალში. "ჯერ მკერდის მარჯვენა მხარეს გაჩნდა ნაპრალები, შემდეგ კი მარცხენა მხარეს იმპლანტანტი გასკდა და სილიკონის შემავსებელი ჩემს სარძევე ჯირკვალში ჩაიღვარა, რასაც ჯოჯოხეთური ტკივილი ახლდა თან, "-ემოციებს ვერ მალავს გაწამებული ქალი. ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ პლასტიკურმა ქირურგმა კიმს უხარისხო სილიკონის იმპლანტანტები ჩაუსვა, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია. ჩატარებული ოპერაციის შედეგად კიმს იმპლანტანტები ამოაცალეს და ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 84 8-ს მოსწონს |
ჩემი ბრალია, წუხელ ვთარგმნე და წუხელვე უნდა დამედო, რა თქვენი ბრალია. :)))