x
image
მანჩო 777
მორგის თანამშრომელმა საყინულე კამერაში ცოცხალი ქალი აღმოაჩინა
ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის მორგის თანამშრომელმა ქალმა საშინელი შიში განიცადა, როცა საყინულე კამერაში 70 წლის ცოცხალი ქალი აღმოაჩინა. როგორც შემდგომში გამოირკვა, ქალი თავად შეძვრა ლითონის კონტეინერში.

მორგში განთავსებული საყინულე კამერები განკუთვნილია უპატრონო ან დასამარხად გამზადებული გვამებისათვის და იქ ცოცხალი ადამიანის ნახვა ნამდვილი სენსაცია იყო, -წერს China Topix, მაგრამ ხანდახან გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება ხოლმე.


image


სწორედ ასეთი ინციდენტი მოხდა 5 ივნისს ქალაქ ციანზინის მორგში. მორიგე მედიკოსმა ქალმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი კამერის კარები კარგად არ იყო დახურული. მან საყვედური უთხრა კოლეგებს უყურადღებობისათვის და თავად გაემართა კარების დასაკეტად, მაგრამ უეცრად შენიშნა, რომ იქ ცოცხალი ქალი იწვა.



მორიგე ექიმი სასოწარკვეთილი ყვირილით გამოვარდა მორგის ოთახიდან, კოლეგებთან მივარდა და სულშეგუბებულმა უამბო, რაც ნახა ერთ-ერთ კამერაში. მედიკოსების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოხუცი არ ირიცხებოდა მორგში შემოყვანილი მიცვალებულების სიაში და რა თქმა უნდა, ის არც უნდა ყოფილიყო ყინულის კამერაში.


სიტუაციას ნათელი თავად "გაცოცხლებულმა მიცვალებულმა" მოჰფინა: მან მორგის თანამშრომლებს უამბო, რომ თავად შემოიპარა მორგში ჩუმად და თვითონვე შეძვრა ლითონის კონტეინერში, რადგან თავის მოკვლა უნდოდა, ხოლო მედიკოსებს რომ მისი კანის ფერი არ დაენახათ, თეთრი ზეწარი შემოიხვია.


image



საბედნიეროდ, 70 წლის ქალის მცდელობამ კრახი განიცადა, რადგან საყინულე კამერა მისი იქ შეძრომის დროს გამორთული იყო. თავად მოხუცს ეს არც შეუმჩნევია, იგი მოთმინებით იწვა და სიკვდილს ელოდა.

როცა სამართალდამცავებმა ამ ფაქტის შესახებ შეიტყვეს, მათ განაცხადეს, რომ ეს ქალბატონი დეპრესიით იტანჯება და არაერთხელ სცადა თავის მოკვლა.


ახლა მედიკოსები და ფსიქოლოგები მუშაობენ არამარტო ამ მოხუცთან, არამედ მორგის თანამშრომელ ქალთანაც, რომელიც ალბათ კარგა ხანს ვერ შეძლებს გადატანილი შოკიდან გამოსვლას.

1
157
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
157
  
2014, 20 ივნისი, 0:08
აუ შემეცოდა.
0 1 1