საბუნებისმეტყველო ხუთი ყველაზე ცნობილი ადგილი დედამიწაზე, რომელთა დასახელებაც სულელურად იქნა მოფიქრებული 2014, 18 ივნისი, 12:01 მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის დასახელების წარმოშობა ჩვენთვის ისეთივე «Terra incognita»-ა, როგორც ამერიკა იყო მისი პირველაღმომჩენებისათვის. ყინულოვანი გრენლანდია პირდაპირი თარგმანით "მწვანე მიწას" ნიშნავს, ხოლო მელანეზიის კუნძულებს რატომღაც მეფე სოლომონის სახელი ჰქვიათ. მოდით, მცირე მოგზაურობა ჩავატაროთ წარსულში და ვნახოთ, რის გამო დაერქვა ასეთი შეუსაბამო სახელი პლანეტის ამა თუ იმ ნაწილს.
1. გრენლანდია ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ჰქვია ყინულებით დაფარულ ამ უზარმაზარ კუნძულს სახელი გრენლანდია (ნორვეგიულად Grоnland), რაც თარგმანში მწვანე მიწას ნიშნავს? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიკინგებს, რომლებმაც ეს კუნძული აღმოაჩინეს, რაღაც აერიათ გეოგრაფიულ ორიენტირებაში. მაგრამ საქმე უფრო საინტერესოდაა: XI საუკუნის ნორვეგიელი ქრონოლოგის არი მუდრონის გადმოცემით, გრენლანდიამ ეს სახელი მიიღო მისი პირველაღმომჩენის ერიკ წითურისაგან, რომელსაც უნდოდა ამ მყვირალა ბევრისმთქმელი სახელით კოლონიზატორები მიეზიდა კუნძულისაკენ. ბოლოს და ბოლოს ვიკინგებსაც სჭირდებოდათ ადგილი, საითკენაც ნაოსნობას განახორციელებდნენ. არსებობს კიდევ ერთი ვერსია: X საუკუნეში გრენლანდიაში კლიმატი გაცილებით თბილი და კეთილსასურველი იყო, ვიდრე ეს დღესაა და მისი სამხრეთ ნაპირები, რომლებსაც პირველად მოკრა თვალი ერიკმა, ნამდვილად მწვანე ბალახოვანი საფარით და მცენარეეებით იყო დაფარული. 2.მადაგასკარი თავის სახელწოდებას კუნძული მადაგასკარი უნდა უმადლოდეს მოგზაურ მარკო პოლოს, რომელსაც ის ნახევარკუნძულში აერია. როგორც ჩანს, წყაროების შესწავლის დროს მან მადაგასკარი გააიგივა მოგადიშოს ტერიტორიასთან (თანამედროვე სომალის დედაქალაქი). მარკო პოლომ ხატოვნად აღწერა ადგილობრივი ფაუნა და ბუნება, თუმცა იქ ფეხი არასოდეს დაუდგამს. 3.სოლომონის კუნძულები მელანეზიის არქიპელაგში მდებარე სოლომონის კუნძულები აღმოაჩინა ესპანელმა მედანეი დე ნერამ XVI საუკუნეში. ნერამ ადგილობრივ მცხოვრებელებს უამრავი ოქრო გამოსძალა და ეს ახლადაღმოჩენილი კუნძული შეადარა ლეგენდარულ ბიბლიურ ქვეყანა ოფირს, საიდანაც თითქოსდა მოჰქონდათ ოქრო და ძვირფასი თვლები სოლომონის ტაძრის ასაშენებლად. წმინდა წერილის მიხედვით, წითელი ზღვიდან გამოსული ხომალდები ოფირში მიემართებოდნენ სწორედ სოლომონის კუნძულების მიმართულებით. მართლაც სჯეროდა თუ არა მედანეის, რომ მეფე სოლომონის მიწის ზუსტი ასლი აღმოაჩინა, თუ მას უბრალოდ უნდოდა ლამაზი ისტორია შეექმნა ამ კუნძულებთან დაკავშირებით, -ეს არავინ იცის. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლეგენდა ოფირის შესახებ მაშინ საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული იყო. 4.ავსტრალია ავსტრალიის დასახელებამაც არ გაამართლა მისი პირველაღმომჩენების იმედები, რომელთაც სჯეროდათ, რომ ბოლოს და ბოლოს იპოვეს Terra Australis Incognita, უკიდურესი სამხრეთით მდებარე მიწა, რომელსაც ტრადიციულად გამოსახავდნენ უძველეს რუკებზე ( XVIII საუკუნემდე). მისი მონახაზი რუკებიდან გაქრა 1772 წელს ჯეიმს კუკის განცხადების შემდეგ, რომ თუკი უკიდურესი სამხრეთი კონტინენტი არსებობს, მაშინ ის პოლუსთან ახლოს მდებარეობს და არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. ამ განცხადებამდე ევროპელებს სჯეროდათ, რომ სამხრეთის მიწა სავსებით გამოსადეგი იყო ცხოვრებისათვის. 1770 წელს, მანამ, სანამ კუკი ამ განაცხადს გააკეთებდა, ინგლისელმა ზღვაოსანმა ალექსანრდ დარლინმპმა დაწერა ნაშრომი, სადაც მოიყვანა მტკიცებულებანი, რომ სამხრეთის კონტინენტის მოსახლეობა 50 მილიონ ადამიანს აჭარბებს. ზოგადად, პოპულარული და ყველასათვის ცნობილი მითის მიხედვით ავსტრალია ავსტრალიად დარჩა, რაც თარგმანში ნიშნავს "სამხრეთ მიწას". ეს ტერმინი გამოიყენა მოგზაურმა მეთიუ ფლინდერსმა, რომელმაც პირველმა გამოიკვლია ავსტრალიის სანაპირო. 5. ბრაზილია ბრაზილიაც თავის სახელწოდებას უნდა უმადლოდეს ირლანდიურ მითოლოგიაში ცნობილი სამხრეთ კუნძულის-ბრაზილის ლეგენდარული მიწის არსებობას. ატლანტის ოკეანეში მდებარე მითოლოგიური კუნძული XIV—XVI საუკუნეების ბევრ რუკაზე იყო დატანილი. ყველაზე ხშირად მას გამოსახავდნენ ირლანდიის დასავლეთით. ლეგენდარული კუნძული მის აღმომჩენებს უამრავ სიკეთეს პირდებოდა, რადგან ის წარმოადგენდა განცხრომის კუნძულს. ამიტომ არაერთხელ ჩატარდა ექპედიცია მის აღმოსაჩენად. ბრაზილია ამ ღვთაებრივ კუნძულთან გააიგივეს მისი არაჩვეულებრივი ნაყოფიერების და ბუნებრივი სიმდიდრის გამო. სხვა ვერსიის მიხედვით, დასახელება "ბრაზილია" გაჩნდა 1510 წელს, როცა ლისაბონელმა ვაჭარმა გააჩაღა ვაჭრობა მეტროპოლიებთან ადგილობრივი წითელი ხით. პორტუგალიელებმა ძვირფას ხეს პაუ-ბრაზილი უწოდეს (brasa-სითბოს, ნახშირს ნიშნავს პორტუგალიურად). მათ იფიქრეს, რომ აღმოაჩინეს მიწა, საიდანაც არაბები XII საკუნიდან მოყოლებული წითელ ხეს ეზიდებოდნენ ევროპაში. 593 12-ს მოსწონს
|