საზოგადოება ბელორუსიამ კონჩიტა ვურსტის მოპატიჟებაზე უარი განაცხადა 2014, 17 ივნისი, 10:54 ყოველწლიურად ბელორუსიაში ტარდება ფესტივალი სახელწოდებით «Славянский базар» (სლავური ბაზარი), რომელშიც, ტრადიციის თანახმად, მონაწილეობას ღებულობს "ევროვიზიის"" გამარჯვებული, მაგრამ წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა არც კი სცადეს კონჩიტა ვურსტთან მოლაპარაკება, ჩათვალეს რა, რომ «Славянский базар» და კონჩიტა ერთმანეთთან სავსებით შეუთავსებელი ორი მცნებაა, -წერს გერმანული გაზეთი Bild.
ელტონ ჯონი, ლედი გაგა, ოპრა უინფრი-ყველანი აღფრთოვანებულნი არიან "ევროვიზიის" წლევანდელი გამარჯვებულით, თუმცა, როგორც ჩანს, მან ბელორუსების გული ვერ მოინადირა. "იმ დროს, როცა ქალის კაბაში გამოწყობილ "წვერებიან" მომღერალს ეპატიჟებიან ათასგვარ შოუში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, "ტოტალიტარულმა" ბელორუსიამ მოახდინა მისი დისკრიმინალიზაცია", - წერს გაზეთი Bild. ყოველწლიურად ბელორუსიაში ტარდება სიმღერის ფესტივალი "სლავური ბაზარი"-ეს არის "ევროვიზიის"მსგავსი ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. ფესტივალი დიდი პოპულარობით სარგებლობს რუს მომღერლებში, ხოლო პრეზიდენტი ლუკაშენკო თავად ხსნის ხოლმე მას. როოგრც წესი, ფესტივალის ვარსკვლავური საპატიო სტუმარი ყოველწლიურად "ევროვიზიის" გამარჯვებულია. თუმცა ამჯერად ტრადიცია დაირღვა. "ევროვიზიის" კონკუსის წინ გაკეთდა განცხადება, რომ მისი გამარჯვებული წელსაც "სლავური ბაზარის" საპატიო მონაწილე გახდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ კონკურსში არატრადიციული ორიენტაციის კონჩიტამ გაიმარჯვა, ეს სარეკლამო განცხადებები გაქრა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდანაც და ინტერნეტიდანაც. "სლავური ბაზარის" დირექტორმა ალექსანდრე სიდორენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკანასკნელ წლებში მართლაც "ევროვიზიის" ყველა გამარჯვებული იყო მიწვეული ფესტივალზე. "მაგრამ როცა საქმე ეხება კონჩიტა ვურსტს, არ დაგიმალავთ, მოლაპარაკებაც კი არ გამართულა მის მენეჯერთან. ჩვენ ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ და არა მგონია, მისი არყოფნით ფესტივალს რამე დააკლდეს", -თქვა სიდორენკომ. თავად განაწყენებულმა ავსტრიელმა მომღერალმა ჟურნალისტებთან საუბარზე უარი განაცხადა. მისმა პროდიუსერმა კი აღნიშნა, რომ "კონჩიტა ვურსტი სცენაზე გამოდის სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის და ტოლერანტობის სახელით და ყველა, ვინც კი მას პატიჟებს, ამ იდეებზე აწერს ხელს...მეტი სათქმელი არაფერია", -თქვა მან. P.S. მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტის ლუკაშენკოს მიმართ დიდი ანტიპათია მაქვს, ამ ამბის შემდეგ მასზე წარმოდგენა ნაწილობრივ შემეცვალა და პატივისცემითაც კი განვიმსჭვალე ამ ადამიანის მიმართ.... იმედია ზედმეტად "თავისუფლად მოაზროვნე"ადამიანების რისხვას არ დავიმსახურებ ამ განცხადებით. 35 11-ს მოსწონს
|